ზვიად კორძაძე

პოზიცია: იურისტი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1994 წელს.

1996-2003წწ. იყო საადვოკატო ბიუროს "კორძაძე და სვანიძე - ადვოკატები"-ის ადვოკატი, პარტნიორი; 2003 წლიდან "კორძაძის საადვოკატო ბიუროს" ადვოკატი და ხელმძღვანელი. 1995 წლიდან არის "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრი და გამგეობის წევრი; 1997-1998წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელ საორგანიზაციო ღონისძიებათა შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის წევერი; საქართველოს გენერალური პროკურატურის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2001); საქართველოს პარლამენტის იურდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2002), 2005 წლიდან საჯარო სამართლის იურდიული პირი; საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წევრი; 2006-2013 წწ. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 2014 წლიდან საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე.
© 2022 All Rights Reserved