დავით დოიაშვილი

პოზიცია: რეჟისორი
დავით თეიმურაზის ძე დოიაშვილი დაიბადა თბილისში 1971 წლის 7 ოქტომბერს. მშობლები: დედა – მიმოზა სოსელია, მამა – თეიმურაზ დოიაშვილი, კრიტიკოსი. მისი და – მანანა დოიაშვილი არის დრამატურგი.
1994 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებითი სახელოსნო). სწავლის პერიოდში წარმატებას მიაღწია საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებით.
ინსტიტუტის დამთავრებისთანავე კინო-მსახიობთა თეატრში დადგა რიუნოსკე აკუტაგავას ,,ცხოვრება იდიოტისა” (1994).
1995 წელს დ. დოიაშვილი მიიწვიეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი 1998-2000 წლებში.
წარმატებული საგასტროლო გასვლების შედეგად დოიაშვილი მიიწვიეს ინგლისში, ლონდონის West Yorkshire Playhouse თეატრში, მერე კი სანქტ–პეტერბურგის მარინის თეატრში.
1994-1997 წლებში დავით დოიაშვილი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც თეატრალურ ინსტიტუტში.
რეჟისორი ყოველთვის ეხმაურება საზოგადოებისთვის აქტუალურ და მტკივნეულ თემებს, მაგალითად, დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა” – ეს სპექტაკლი დაიდგა თავისუფალ თეატრში 2001 წელს და დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
2004 წელს დავით დოიაშვილი დაინიშნა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.
© 2024 All Rights Reserved