ანა კვინიკაძე
პოზიცია:
თეატრის მკვლევარი, კულტურის მენეჯერი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
ელ-ფოსტა:
anuki.kvinikadze21@gmail.com
თეატრის მკვლევარი, კულტურის მენეჯერი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. აკადემიური ხარისხი მოიპოვა 2024 წელს ნაშრომით „გენდერი დასავლური თეატრის ისტორიაში (თეატრის საწყისებიდან 2000 წლის ჩათვლით)“. არის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი. 2019 წლიდან ხელმძღვანელობს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. 2016-2021 წლებში იყო „რკინის თეატრი – ანდღულაძის არენას“ გენერალური დირექტორი.
მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამასა და პროექტში, თეატრალურ ფესტივალსა და სამეცნიერო კონფერენციაში გერმანიაში, შვედეთში, ესპანეთში, რუმინეთში, სლოვენიაში, სლოვაკეთში, სამხრეთ კორეაში და სხვა ქვეყნებში. არის მსოფლიო თეატრის ისტორიის სამი სახელმძღვანელოს თანაავტორი და არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.
მისი ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით პირველად ქართულ ენაზე გამოიცა თეატრის თეორიისთვის უმნიშვნელოვანესი ნაშრომები, მათ შორის: ეჟი გროტოვსკის „ღარიბი თეატრისკენ“, რიჩარდ შეხნერის „გარემოს თეატრი“, ჰანს-თის ლემანის „პოსტდრამატული თეატრი“, ეუჯენიო ბარბას და ნიკოლა სავარეზეს „თეატრის ანთროპოლოგიის ლექსიკონი: შემსრულებლის საიდუმლო ხელოვნება“, ასევე ჰაინერ მიულერისა და რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესების კრებული და სხვ.
2023 წლიდან დღემდე არის თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის (IATL - International Association of Theatre Leaders) პროექტებისა და კომუნიკაციების მენეჯერი.
კვლევითი ინტერესები: თეატრის ისტორია და თეორია; გენდერი და თეატრი; ფემინისტური თეატრი და პერფორმანსი; ქვიარ თეატრი და პერფორმანსი; თეატრთან დაკავშირებული ტექსტების თარგმანის თეორია და პრაქტიკა.