შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების მერე (დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო) მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში: შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში; ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და რუსთაველის თეატრის რეჟისორი
1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.
1991 წლიდან არის სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, ხოლო 2007 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი.
თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი თბილისში, რუსეთში, აშშ-სა და იტალიაში.
მათ შორის: მოსკოვისა დიდ თეატრი; პეტერბურგის მარინის თეატრი; მოსკოვის სამხატვრო თეატრში; გენუის , ვენეციის, ბორდოს საოპერო თეატრებში; ლასკალასა და მეტროპილიტენ ოპერაში;
მისი სატელევიზიო სპექტაკლები “ჯაყოს ხიზნები”; “მარადისობის კანონი”, “თეთრი კურდღელი” ქართული სატელევიზიო ტეატრის საუკეთესო ნამუშევრებია და ქართული ტელევიზიის ოქროს ფონდია.
„ერთ-ერთმა პირველმა ვთქვი უარი, აფიშაზე ჩემი რეგალია მიეწერათ. სხვებს აწერდნენ, ჩემს შემთხვევაში კი მხოლოდ სახელი და გვარი იყო: „რეჟისორი თემურ ჩხეიძე“. ვამბობდი, არ დააწეროთ: „სახალხო არტისტი“, ამის გარეშე დაბეჭდეთ. ყველაფერს მშვიდად უნდა შეხედო“
პრემიები და ჯილდოები:
კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი; შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი; მიხეილ თუმანიშვილის პრემიის ლაურეატი; საქართველოს თეატრალური პრემიის „ოქროს ნიღაბი“ ორგზის მფლობელი , გოგი გეგეჭკორის სახელობის „ქართული ხელოვნების რაინდი”; პრემია “დურუჯი” საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისათვის.
“ მე ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც საკუთარ შეცდომას ვეძებ, მუდმივად ვაანალიზებ, სად შეიძლება ისეთი შეცდომა მომივიდეს, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი გახდება.
უბრალოდ გამიმართლა, ყოველთვის იმას ვდგამდი, რაც თავად მსურდა. ამ კუთხით ბედის ნებიერი ვიყავი“
თემურ ჩხეიძე 2022 წელს გარდაიცვალა.