თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე რამდნეიმე წელია  შემოდგომის საფესტივალო კალენდარს ხსნის და მსოფლიო თეატრის, კინოსა და თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავებსა მასპინძლობს. 

სპექტაკლები თბილისის რამდენიმე თეატრში იმართება : მიხეილ ბარიშნიკოვი, რობერტ ლეპაჟი, აკრამ ჰანი, ჯონ მალკოვიჩი, თაიგერ ლილიზ, შაუბუნე, გეკო კომპანი, პიპო დელ ბონო, ჯეიმს ტიერე  და სხვები ფესტივალის სტუმრები არიან -  სექტემბერსა და ოქტომბერში თბილისი ევროპისა და აზიის თეატრალური რუკის ცენტრალური ქალაქი და მიზიდულობის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ხდება. 

ფესტივალი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან, თამამ და ინოვაციურ სპექტაკლებს, შემოქმედებით  მოვლენებს , რომელიც შემოქმედებითი სამყაროს მამოძრავებელი ძალაა;   ხოლო მაყურებელისთვის ფესტივალი ემოციური და ინტელექტუალური განახლების საშუალებაა, განთავისუფლება ყოველდღიური რუტინიდან  -  დროებით მაინც -  და მსოფლიოს საუკეთესო შემოქმედებით სივრცეებში „მოგზაურობის“ შესაძლებლობა.   

© 2025 All Rights Reserved