2016 წლის 26 სექტემბერი, 18:00 საათზე
ახალი თბილისი (აღმაშენებლის გამზირი)

ერეგრინუსი, თეატრი კტო, პოლონეთი

ჟანრი: უტექსტო წარმოდგენა
რეჟისორი: ერჟი ზონი
ნიღბების მხატვარი: იოანა იასკო-სროკა
ქორეოგრაფი: ერიკ მაკოჰონი
მუსიკალური გაფორმება: ეჟი ზონი
ფოტოგრაფები: ფილიპ რუდნიცკი, ბარტერ ცეინიავა

მონაწილეობენ:
კაროლინა ბონდარონეკი, მარტინა მალჩარეკი, გრაჟინა სრებრნი-როსა, იუსტინა ვოიციკი, მარტა ზონი, სლავეკ ბენდიკოვსკი, ბარტეკ ცეინიავა, პაველ მონსიელი, მიხალ ორჟილოვსკი

სპექტაკლის შესახებ:
თეატრალური წარმოდგენა შეიქმნა თ. ს. ელიოტის პოეზიის შთაგონებით:
მე
სულ მთლად გამოფიტულები
ჩვენ ვართ კაცის ფიტულები
თავებს ბზით გამოტენილებს
ვაკანტურებთ მოწყენილებს
უგუნურად მოუბარნი ხმის გარეშე დავრჩენილვართ
ვაი! მხოლოდ ერთმანეთთან საჩურჩულოდ გავჩენილვართ
უნაყოფო ველზე ქარის რხევად ისმის ბერწი კითხვა
ყრუ სარდაფში შუშის ნამსხვრევს გადაურბენს თითქოს ვირთხა.
თ. ს. ელიოტი

სპექტაკლი აღწერს 21-ე საუკუნის ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ერთ დღეს. ეს თანამედროვე „ყველაკაცია“, რომლის ცხოვრებაც გაკიდულა სახლსა და კორპოპრაციულ სამუშაოს შორის, რომელიც თავის „ცხოვრების გზას“ აიგივებს „სამსახურისკენ მიმავალ გზასთან“. 

სიტყვა „პერეგრინუსი“ „ციფრული“ ცივილიზაციაა - სევდიანი, შემაძრწუნებელი და გროტესკული, სადაც კონსუმერიზმი დომინანტურ რელიგიად ქცეულა. მაღაზიის ვიტრინა 21-ე საუკუნის პერეგრინუსის სახლია. 

სპექტაკლის მოხეტიალე გმირი გვაჩვენებს პროტაგონისტის თავგადასავლებს ურბანული სივრცის სხვადასხვა კონტექსტში. ჰომო პერეგრინუსი დაფორმატებული ადამიანია, განძარცვული ემოციებისაგან, პროგნოზირებადი და ინდივიდუალური ნიშან-თვისებებისაგან დაცლილი. 

სამყაროში, სადაც ცხოვრება ბუნებრივად ებმის ცხოვრებას, სადაც თვით ყვავილიც კი ერთიანდება სხვა ყვავილებთან ნიავის ქროლაში, სადაც გედი სხვა გედებს იცნობს, მხოლოდ ადამიანები აგებენ თავიანთ მარტოობას.

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი.

პერეგრინუსის მთელი ქონება ერთ ხელჩანთაში მოთავსდება.
ყველას ერთნაირად აცვია. დომინანტი ფერები რუხი და შავია.
ეს არის უტექსტო სპექტაკლი, ილუსტრირებული მუსიკით (მრავალი კომპოზიტორის ნაწარმოები ფილმებისათვის, კლასიკური მუსიკა, რეპი და პოპი)

„ასე მთარვდება წუთისოფელი
ასე მთარვდება წუთისოფელი
ასე მთარვდება წუთისოფელი
არა კუბოზე მიწის გრუხუნით
არამედ - იქვე მდგომთა ზლუქუნით“
თ.ს. ელიოტი

ხანგრძლივობა: 50-60 წუთი

თეატრის შესახებ:
თეატრი „კტო“ შეიქმნა 1977 წელს. მისი პირველი წარმოდგენა იყო „სიხარულის ბაღი“. მათი პირველი ათი სპექტაკლი ფართო პულიკისთვის დახურული იყო და მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა. ერთწლიანი ცენზურის შემდეგ მაყურებელთა რაოდენობამ თითქმის სამ ათასს მიაღწია, კრაკოვსა და პოლონეთის სხვა ქალაქებში.

კომპანია უკვე 39 წლისაა და სტატისტიკა ამჟამად სულ სხვაგვარად გამოიყურება: 30-ზე მეტი დადგმა (სპეციალური ღონისძიებების ჩათვლით, 50) გათამაშდა დახურულ და რია სივრცეებში პოლონეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომელსაც ჯამსი 2 მილიონზე მეტი მაყურებელი დაესწრო. დასი ეწვია 250 ქალაქს 40-ზე მეტ ქვეყანაში, 5 კონტინენტზე. 180-ზე მეტი შორეული მოგზარობა კოლუმბიაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, კოსტა რიკაში, ტუნისში, ირანში, აშშ-ში, სამხრეთ კორეაში და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. თეატრი მონაწილეობდა ისეთ პრესტიჟულ ფესტივალებში, როგორებიცაა სეულის, ბოგოტის, ნიუ-იორკის, სანქტ პეტერბურგის, ბერლინის, ვენის, პრაღის, ტირანის, ედინბურგის, მინსკისა და კიევის ფესტივალები.

თეატრი კტო ასევე თანამონაწილეა ღია ცის ქვეშ განხორციელებული არაერთი სანახაობრივი წარმოდგენია, რომლებიც ევროპისა და პოლონეთის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს მიეძღვნა. მათ შორის იყო „დე ლა რევოლუსიონ“, 1989 წელი, ლილი - დადგმა მომზადდა საფრანგეთის რევოლუციის 200 წლისთავის აღსანიშნავად (დაახლოებით 21 000 მაყურებელი); „ლტოლვილები“, 2009 წელი, ლაიფციგი - თეატრალური ინსტალაცია, რომელიც მიეძღვნა ბერლინის კედლის დაცემის 20 წლისთავს (120 000 მაყურებელი)პ; „პოლონური ქრონიკა“, 2004 წელი, კრაკოვი - წარმოდგენა, რომელიც მიეძღვნა პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანებს (60 000 მაყურებელი).

2005 წლის იანვრიდან მას მიენიჭა კრაკოვის მუნიციპალური თეატრის სტატუსი. უკვე 38 წელია, თეატრს მართავს ამჟამინდელი დირექტორი, ერჟი ზონი. 

საკონტაქტო პირი
თამარ ლალიაშვილი პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ:+995 574 77 11 71
Email: tamuna@tbilisiinternational.com

© 2024 All Rights Reserved