
სტალკერი
- რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი
- თეატრი:თავისუფალი თეატრი
- მასპინძელი თეატრი :თავისუფალი თეატრი
- თარიღი:
- 1 სექტემბერი - 20:00 სთ,
ავტორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი
(ანდრეი ტარკოვსკის ამავე სახელწოდების ფილმის ინსპირაცია)
რეჟისორი : ავთანდილ ვარსიმაშვილი
სცენოგრაფია : თეო კუხიანიძე
კოსტიუმების მხატვარი:თეო კუხიანიძე
ქორეოგრაფი: ტატო გელიაშვილი
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : გიორგი ჯიქია/ ელისო ორჯონიკიძე
რეჟისორის თანაშემწე: რუსიკო შოშიტაიშვილი
მონაწილეობენ: სტალკერი - შაკო მირიანაშვილი
მწერალი - ჯაბა კილაძე
პროფესორი - გოგა ბარბაქაძე
ცოლი - სოფო გორელაშვილი
ბარმენი - გიგა კაკუბავა
ხანგრძლოვობა: 2 სთ და 15 წ. ერთი შესვენება.
ჟანრი -
მოგზაურობის შემთხვევაში - 9 ადამიანი
სადღაც წარმოიქმნა ზონა, რომელშიც არის ტერასა, სადაც ადამიანებს უსრულდებათ ოცნება. ამ ზონაში მოსახვედრი გზა ძალიან საშიშია და მხოლოდ სტალკერს შეუძლია იქ ადამიანების მიყვანა. სტალკერს ამის გამო სდევნიან, ცემენ, აპატიმრებენ და ციხეშც სვამენ, მაგრამ მას მაინც ჯიუტად დაყავს ადამიანები ზონაში. რადგან თვლის, რომ ეს მისი მისიაა და სხვანაირად არ შეუძლია მოიქცეს. მას დაყავს ეს ადამიანები „როგორც ცოდვილები ეკლესიაში-ღმერთთან“.
ექსპედიციაში რომელიც ამ ჯერზე ზონისკენ მიემართება, სტალკერს ორი ადამიანი მიყავს.. ცნობილი მწერალი და მეცნიერი. მეოცნებე რომანტიკოსი და რაციონალურად მოაზროვნე. რა ოცნებები აქვთ ამ აერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებს? რა არის სინამდვილეში მათი ფარული სურვილი და ეყოფათ კი ძალა გაანდონ ზონას თავისი ოცნება? ზონა ხომ ადამიანს მხოლოდ საკრალურ, დაფარულ ოცნებას უსრულებს და არა იმას, რასაც ის ხმამაღლა იტყვი. ზონა თვითონ გამოიცნობს თუ რაზე ოცნებობენ ადამიანები და მისთვის სიტყვებს არ აქვს მნიშვნელობა. იცის კი საერთოდ ადამიანმა რაზე ოცნებობს სინამდვილეში მისი სული, სიყვარულზე თუ სიძულვილზე? რა არის თავისუფლება? იცის კი, რა არის ბედნიერება? იქნებ მისი ოცნების ასრულება სხვას მოუტანს უბედურებას? მხოლოდ თავისუფალი ადამიანია ოცნებების ასრულების ღირსი და უნდა იცხოვრო ისე, რომ უნათო სხვას და თვითონ დე დაიწვა.
“თავისუფალი თეატრი” დაარსდა 2001 წლის 31 დეკემბერს. ის კერძო, დამოუკიდებელი თეატრია და ეკუთვნის რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილს. 24 წლის მანძილზე ის სტაბილურად ინარჩუნებს ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ქართული თეატრის სახელს. გაყიდული ბილეთებით, ის მუდამ არის ერთ ერთი ლიდერი ქართულ თეატრში. შთამბეჭდავია თეატრის საგასტროლო რუკა, მისი სპექტაკლები წარმატებით იყო ნაჩვენები 20 ზე მეტ ქვეყანაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბუდაპეშტის მსოფლიო თეატრალური ოლიმპიადა სადაც “თავისუფალი თეატრი” 2 სპექტაკლით იყო წარდგენილი ოლიმპიადის მთავარ პროგრამაში (“რიჩარდ მესამე” და “ოტელო”) “თავისუფალი თეატრის” რეპერტუარი მრავალფეროვანია, აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორც კლასიკური დრამატურგია, ასევე თანამედროვე ქართული და უცხოური დრამაც, ქორეოგრაფიული, საბავშო, მარიონეტული სპექტაკლებიც და კლოუნადაც. თეატრს ყავს სტაბილური, ვარსკვლავური სამსახიობო დასი (25 მსახიობი) და მოწვეული მსახიობებიც. “თავისუფალ თეატრში” სპექტაკლებს ავთანდილ ვარსიმაშვილის გარდა დგამენ როგორც სხვა ქართველი, ასევე უცხოელი რეჟისორებიც.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ავთანდილ ვარსიმაშვილი
თეატრის დირექტორი: ოთარ ლასხიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია: +995577483888 avarsimashvili@gmail.com