
პოლიცია
- რეჟისორი: გიორგი კიკნაძე
- თეატრი:ქალაქის თეატრი
- მასპინძელი თეატრი :ქალაქის თეატრი
- თარიღი:
- 1 სექტემბერი - 20:00 სთ,
ავტორი: სლავომირ მროჟეკი
რეჟისორი : გიორგი კიკნაძე
სცენოგრაფია : ალექსანდრე მარგველაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: ალექსანდრე მარგველაშვილი
ქორეოგრაფი: თინათინ წულაძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : ნიკა კოხრეიძე, შოთა ნამორაძე, ლევან მიქაბერიძე.
რეჟისორის თანაშემწე: ნია მანწკავა
მონაწილეობენ: ირაკლი ჩხიკვაძე, ჯორჯი დვალიშვილი, ნოდარ ძოწენიძე, ანუკი ბუბუტეიშვილი, დუტა სხირტლაძე, ნიკა გუგუნავა, შოთა ნამორაძე, ნიკა კოხრეიძე, ლევან მიქაბერიძე.
ხანგრძლოვობა: 120 წუთი/ 3 მოქმედება
ჟანრი:
მოგზაურობის შემთხვევაში : 18 ადამიანი
გვაინტერესებს როგორი იქნება სამყარო, სადაც დამნაშავე არ იარსებებს, სადაც პატიმრები არ იქნებიან და გამარჯვებული "სისტემა" მხოლოდ იამაყებს თავისი მიღწევებით. გვაინტერესებს სახელმწიფო, რომელისაც პოლიციის არსებობა საერთოდ არ დასჭირდება.
"... არ იქნება დანაშაული - არ იქნება დამნაშავე - არ იქნება -დამნაშავე - არ იქნება- ციხე, არ იქნება ციხე - არ იქნება პოლიცია."
სპექტაკლი აბსურდის ჟანრში იკვლევს ძალაუფლების და ბიუროკრატიის მახინჯ ბუნებას. კონცეფციაა — სახელმწიფოს მიერ შერჩენილი მტრის ძიების აბსურდამდე მიყვანა, სადაც კონტროლი თვითმიზნად იქცევა და სისტემა საკუთარ თავს შთანთქავს.
ქალაქის თეატრი — სრულიად დამოუკიდებელი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელსაც ჩვენი ხელებით ვაშენებთ. უკვე მესამე წელია ვცდილობთ შევქმნათ ადგილი, სადაც თეატრის მოყვარულებს, სტუდენტებსა და დამწყებ ხელოვანებს ექნებათ საშუალება, ახლოდან გაეცნონ თეატრის შიდა სამყაროს — ნახონ კულისები, მოსამზადებელი პროცესები, შეხება ჰქონდეთ რეალურ სამუშაო გარემოსთან და თავადაც შექმნან.
ჩვენთან ერთად პირველ ნაბიჯებს დგამენ სტუდენტი რეჟისორები, მხატვრები, მსახიობები და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სპექტაკლების მხატვრულ გაფორმებაში, კოსტიუმების შექმნაში და ზოგადად ყველა იმ დეტალში, რაც სცენაზე ცოცხლდება. გვყავს მოხალისეებიც — ახალგაზრდები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან შენების პროცესში. ბევრი მათგანი სხვადასხვა უნივერსიტეტიდანაა და ისინი ფიზიკურადაც დგანან ჩვენი სივრცის საძირკველზე.
წელს განსაკუთრებული სირთულეების მიუხედავად — ქვეყანაში არსებული მძიმე ფონისა და ოთხთვიანი გაფიცვის ფონზე — ჩვენ მაინც შევძელით და 7 პრემიერა გავმართეთ. ეს სეზონი ჩვენთვის საკმაოდ ბევრი სირთულით და გამოწვევები სავსე იყო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობთ საკმაოდ წარმატებული პრემიერები შედგა ჩვენს სცენაზე.
აქედან მოდის ჩვენი სახელიც — ქალაქის თეატრი - რადგან ეს სივრცე ეკუთვნის ყველას, ვინც თვლის, რომ ხელოვნებას შეუძლია შეცვალოს რეალობა. ჩვენ ვაშენებთ თეატრს არა მხოლოდ კედლებისგან, არამედ ადამიანების ერთობით, შრომით და რწმენით, რომ თეატრს ყოველთვის აქვს ადგილი — განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე რთულია.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ბარბარა ასლამაზი
თეატრის დირექტორი - კონსტანტინე როინიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია :
ელ-ფოსტა: tbilisicitytheatre@gmail.com
ტელ: + 995 511 19 29 95