
მექანიზმი
- რეჟისორი: ნიკა კოხრეიძე
- თეატრი:ქალაქის თეატრი
- მასპინძელი თეატრი :ქალაქის თეატრი
- თარიღი:
- 1 სექტემბერი - 20:00 სთ,
ავტორი: ნიკა კოხრეიძე
რეჟისორი : ნიკა კოხრეიძე
კოსტიუმების მხატვარი: ნიკა კოხრეიძე
ქორეოგრაფი: მიშა ზაქაიძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : ნიკა კოხრეიძე
რეჟისორის თანაშემწე: ანა ლიპარტელიანი
მონაწილეობენ : გიგი კობერიძე, მიშა ზაქაიძე, ზუკა პაპუაშვილი, თეონა წიწაკაშვილი, ნიკა კოხრეიძე, ჯონათანი რასელი .
ხანგრძლოვობა: 50 წუთი. 1 მოქმედება
ჟანრი -
მოგზაურობის შემთხვევაში : 15 ადამიანი
მექანიზმი” არის მუსიკალურ, რითმულ, ქორეოგრაფიული წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეები იყენებენ სხეულს და ჩვეულებრივ ყოველდღიურ საგნებს ფიზიკური თეატრის წარმოდგენის შესაქმნელად.ეს არის მოგზაურობა “ხმაში” სადაც უსიტყვოდ ხდება ურთიერთობა.
“მექანიზმი“ არის ხმა და მოძრაობა
ქალაქის თეატრი — სრულიად დამოუკიდებელი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელსაც ჩვენი ხელებით ვაშენებთ. უკვე მესამე წელია ვცდილობთ შევქმნათ ადგილი, სადაც თეატრის მოყვარულებს, სტუდენტებსა და დამწყებ ხელოვანებს ექნებათ საშუალება, ახლოდან გაეცნონ თეატრის შიდა სამყაროს — ნახონ კულისები, მოსამზადებელი პროცესები, შეხება ჰქონდეთ რეალურ სამუშაო გარემოსთან და თავადაც შექმნან.
ჩვენთან ერთად პირველ ნაბიჯებს დგამენ სტუდენტი რეჟისორები, მხატვრები, მსახიობები და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სპექტაკლების მხატვრულ გაფორმებაში, კოსტიუმების შექმნაში და ზოგადად ყველა იმ დეტალში, რაც სცენაზე ცოცხლდება. გვყავს მოხალისეებიც — ახალგაზრდები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან შენების პროცესში. ბევრი მათგანი სხვადასხვა უნივერსიტეტიდანაა და ისინი ფიზიკურადაც დგანან ჩვენი სივრცის საძირკველზე.
წელს განსაკუთრებული სირთულეების მიუხედავად — ქვეყანაში არსებული მძიმე ფონისა და ოთხთვიანი გაფიცვის ფონზე — ჩვენ მაინც შევძელით და 7 პრემიერა გავმართეთ. ეს სეზონი ჩვენთვის საკმაოდ ბევრი სირთულით და გამოწვევები სავსე იყო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობთ საკმაოდ წარმატებული პრემიერები შედგა ჩვენს სცენაზე.
აქედან მოდის ჩვენი სახელიც — ქალაქის თეატრი - რადგან ეს სივრცე ეკუთვნის ყველას, ვინც თვლის, რომ ხელოვნებას შეუძლია შეცვალოს რეალობა. ჩვენ ვაშენებთ თეატრს არა მხოლოდ კედლებისგან, არამედ ადამიანების ერთობით, შრომით და რწმენით, რომ თეატრს ყოველთვის აქვს ადგილი — განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე რთულია.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ბარბარა ასლამაზი
თეატრის დირექტორი - კონსტანტინე როინიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია :
ელ-ფოსტა: tbilisicitytheatre@gmail.com
ტელ: + 995 511 19 29 95