
ჰამლეტი
- რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
- თეატრი:ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
- მასპინძელი თეატრი :ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი
- თარიღი:
- 1 სექტემბერი - 20:00 სთ,
ავტორი: უილიამ შექსპირი
რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
სცენოგრაფია : მიხეილ ჟიგულსკი
კოსტიუმების მხატვარი: ვლადა კუნაევა
ქორეოგრაფი:გია მარღანია
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : ზურაბ გაგლოშვილი
რეჟისორის თანაშემწე: ინგა კაჭახიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
კლავდიუსი - ვანო დუგლაძე
გერტრუდა - ქეთი ჩაჩუა
ჰამლეტი - ნიკოლოზ ფაიქრიძე
პოლონიუსი - დავით როსტომაშვილი
ლაერტი - რატი გოგუაძე
ოფელია - მარიამ ჩუხრუკიძე,
ელენე დარჩია
როზენკრანცი - გიორგი ჯიქურიძე
გილდენსტერნი - დევი რეხვიაშვილი
ჰორაციო - ალექსანდრე კვეზერელი
ოსრიკი - გიორგი ყორღანაშვილი
მსახიობი, მესაფლავე - პაატა მხეიძე
ხანგრძლოვობა: 2 საათი 30 წუთი, 1 ანტრაქტი
უილიამ შექსპირის ცნობილი ტრაგედია, მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი შედევრი, „ჰამლეტი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რომლის ისტორიაც უკვე ერთ საუკუნეს ითვლის, პირველად დაიდგა. სპექტაკლის რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი. როგორც რეჟისორი აღნიშნავს, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ის პრობლემები და ის სათქმელი, რაც ამ უკვდავ პიესაშია ჩადებული, სწორედ მოზარდი მაყურებლისთვის განკუთვნილი თეატრის სცენიდან ისმოდეს 21-ე საუკუნეში, რადგან თანამედროვე მაყურებელს შეიძლება და უნდა ესაუბრო აბსოლუტურად ყველა თემაზე, მათ შორის პოლიტიკაზე, ბედისწერაზე, სამართლიანობაზე, მაღალ იდეალებსა და ღირებულებებზე, ადამიანის ღირსებასა და მოვალეობებზე, როგორც თავისი ქვეყნის, ისე ოჯახის წინაშე.
წარმოდგენაში არ არის დაკონკრეტებული ეპოქა, ეკლექტური მუსიკა, მკაცრი და მინიმალისტური კოსტიუმები და დეკორაცია თითქოს „აშიშვლებს“ მსახიობებს, მაყურებლის პირისპირ ტოვებს.
ეს არის სპექტაკლი, რომელშიც გაერთიანებულია მრავალი თემა, რამდენიმე ძირითადი მესიჯი და თავად მაყურებელი წყვეტს, რომელია მისთვის მთავარი და რომელი მეორეხარისხოვანი.
სიმბოლურია, რომ თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის „ჰამლეტის“ პრემიერა მიეძღვნა საქართველოში ჰამლეტის როლის
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ამიერკავკასიაში პირველი საბავშვო თეატრია, რომელიც 1927 წელს დაარსდა და მას შემდეგ, უკვე თითქმის ერთი საუკუნეა ერთგულად ემსახურება დედაქალაქის და რეგიონების მაყურებელს. დღეს თეატრის რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანია, იდგმება როგორც ქართული დრამატურგია, ისე თარგმნილი კლასიკა თუ თანამედროვე პიესები, ცნობილი საბავშვო ავტორების ნაწარმოებები. სხვა საბავშვო თეატრების მსგავსად, მოზარდ მაყურებელთა თეატრიც თავის რეპერტუარს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებად ყოფს: 4-8 წელი - წარმოდგენები პატარებისთვის, 8-12 - წლის მოზარდებისათვის, 13-18 - წარმოდგენები თინეიჯერებისათვის და საღამოს სპექტაკლები 18+ ასაკის მაყურებლისთვის.
2012-იდან დიდ და მცირე სცენებთან ერთად ფუნქციონირებს ექსპერიმენტული სივრცე, სადაც რეჟისორებს თავიანთი შემოქმედებითი ექსპერიმენტების განხორციელების საშუალება ეძლევათ.
თეატრი ცდილობს გააცნოს თავისი შემოქმედება მაყურებელს თბილისის ფარგლებს გარეთაც, მართავს გასტროლებს როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე საზღვარგარეთ, ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა საბავშვო და დრამატული თეატრების ფესტივალებში: თურქეთი, უნგრეთი, იაპონია, რუსეთი, სერბეთი, ალბანეთი, პოლონეთი, ბელორუსი, შოტლანდია, გერმანია, მალტა, იტალია, უკრაინა და ა.შ.
თეატრის დირექტორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია:+995 551087764
youththeatretbilisi@gmail.com
www.mozardi.ge