ჰამლეტი

  • რეჟისორი: სანდრო კალანდაძე
  • თეატრი:თეატრალური კომპანია ჰარაკი
  • მასპინძელი თეატრი :თეატრალური კომპანია „ჰარაკი“
  • თარიღი:
    • 1 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავტორი - უილიამ შექსპირი / მარიამ მეგვინიტეს ადაპტაციით და მონოლებით             

რეჟისორი - სანდრო კალანდაძე

კოსტიუმების მხატვარი - თამრი ოხიკიანი

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება - ანი ზაქარეიშვილი

 

მონაწილეობენ:

ბექა ხაჩიძე, ანა ნიკოლაშვილი, ლაშა – გიორგი ლაშხი, ანანო მახარაძე, გიორგი გიორგანაშვილი, ანასტასია ჭანტურაია, გიორგი წერეთელი, ირაკლი სირბილაშვილი, გიგი რეხვიაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე, შაკო მირიანაშვილი

 

 

ხანგრძლოვობა - 4 საათი  (2 შესვენებით)

ჟანრი - ტრაგედია

მოგზაურობის შემთხვევაში - 20 ადამიანი

 

„ჰამლეტს“ 400 წელზე მეტი სცენური ისტორია აქვს; ეს ნამდვილად ყველაზე უცნაური პიესაა, რაც ოდესმე დაწერილა. არ არსებობს დღე, როდესაც იგი სადღაც მსოფლიოში არ იკითხება, არ მზადდება ან არ თამაშობენ. იგი იქცა რაღაც მუდმივმოქმედად,  ისტორიად,  რომელიც უსასრულოდ თავს იგავებს.  მაშ, რა არის ეს? ისტორიული ქრონიკა, ფილოსოფიური დრამა, პოლიტიკური ალეგორია, თრილერი? შეიძლება იყოს ყველა ერთად. ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის, სად და ვინ ჰყვება ამ ისტორიას. ყველა შემთხვევაში, ძირითადი სცენარი უცვლელი რჩება, მაგრამ პერსონაჟების შიდა სამყარო ცვლის პიესას. სცენარი განსაზღვრავს მოქმედებებს, მაგრამ არა მოტივებს. მსახიობები, როგორც ეპოქის სულიერი გამოხატულება, სხეულით ატარებენ მათ ირგვლივ გარემოს კვალს და ხელახლა ქმნიან „ჰამლეტს“, რომელიც სამყაროს სარკედ იქცევა.

“რაღაც დამპალა დანიაში“ — აღნიშნავდა შექსპირი ელიზაბეტიანურ ინგლისში; “რაღაც დამპალა იმედის ეპოქაში“ — ჰაინერ მიულერი ცივი ომის დროს;

“რაღაც დამპალა დოპამინის ეპოქაში“ — ასახავს ჩვენს წარმოდგენას.

 

თეატრალური კომპანია “ჰარაკი” 2019 წელს დაარსდა რეჟისორი სანდრო კალანდაძისა და დრამატურგ მარიამ მეგვინიტის ხელმძღვანელობით.  გუნდის მთავარი სამუშაო პრინციპი კვლევა, პროფესიული განვითარება, კოლაბორაცია და ექსპერიმენტია. დასი შედგება მუდმივი შვიდი წევრისგან და ყველა ნამუშევარი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად იქმნება. გუნდის მიზანია ჩაებას პროცესში და ამ პროცესის შედეგად შექმნას ნამუშევარი, რომელიც თვითშემეცნებას და საზოგადოებასთან ახალი შეხების წერტილების პოვნას ემსახურება.

თეატრი 2021 წლის 15 მაისს ღვინის ქარხანაში, პეტრიაშვილის #1 ში გაიხსნა. მას შემდეგ რაც ჩვენ გავხსენით ჩვენი კარი საზოგადოებისთვის, სივრცე გახდა ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ თეატრი, იგი გახდა თავშესაფარი მრავალი დამოუკიდებელი პროექტისთვის, დაწყებული პოეზიის კითხვით, მუსიკამდე, ცენზურირებული ფილმების ჩვენებამდე, კომუნალურ შეკრებებზე, წიგნების კითხვაზე, პერფორმანსზე და ა.შ. თეატრი თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარი სახსრებით და ენთუზიაზმით საზრდოობს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - სანდრო კალანდაძე

თეატრის დირექტორი - მარიამ მეგვინიტე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა:  theatrecompanyharaki@gmail.com

ტელ: 577599500  

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved