ფაბრიკის გოგოები

  • რეჟისორი: სოსო ნემსაძე
  • თეატრი:რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი
  • თარიღი:
    • 1 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავტორი - ფრენკ მაკგინესი

რეჟისორი  - სოსო ნემსაძე

სცენოგრაფია -  ლომგულ მურუსიძე

კოსტიუმების მხატვარი -  ბარბარა ასლამაზი

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება -  ნინო ხოსიაშვილი

რეჟისორის თანაშემწე -  ლიზა გაფრინდაშვილი

 

მონაწილეობენ:

 ანა შარვაძე, ანკა დიდმანიძე, ეკა ქვრივიშვილი, ბარბარე ჩალაძე, თამარ კანდელაკი, ლაშაო გაბუნია, გიორგი კაკალაშვილი

 

ხანგრძლოვობა: 90 წუთი; შესვენების გარეშე

ჟანრი:

მოგზაურობის შემთხვევაში: 20 ადამიანი

 

ფრენკ მაკგინესის “ფაბრიკის გოგოები” აღწერს 1980-იან წლებში მუშათა კლასის ცხოვრებას ირლანდიაში. სპექტაკლი ხაზს უსვამს იმ რეალობას რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის ბრძოლას ეკონომიკური, იდენტობისა და სოციალური ზეწოლის საკითხებთან მიმართებით. ხუთი სხვადასხვა ხასიათისა და ისტორიის მქონე ქალს უწევს მარტო შეებრძოლოს ფაბრიკის ახალი დირექტორის, როჰანის, გადაწყვეტილებას. სწორედ აღნიშნული გახდება წინააღმდეგობისა და სოლიდარობის აქტის, გაფიცვის, წამოწყების მიზეზი. მათი მოთხოვნა, უკეთესი სამუშაო პირობების შექმნისთვის, მოიცავს მათ სურვილსაც, გაიგონ და დააფასონ ქალების ხმა მამაკაცების მიერ დომინირებულ სამყაროში. კოლექტიური მოქმედების საშუალებით, ფაბრიკის გოგოები აფიქსირებენ საკუთარ იუფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას. ბრძოლას ართულებს შიდა კონფლიქტების ფონზე განვითარებული სიტუაციაც. ფინალი კი ამძაფრებს ეპოქის ეკონომიკურ რეალობას და იმ პრობლემას უსვამს ხაზს რომელიც უთანასწორობის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს.

 

 

რუსთავის თეატრის ისტორია 1967 წელს მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსული რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის და მისი თანამოაზრე, ახალგაზრდა მსახიობებით იწყება. საბჭოთა კავშირის რეალობაში მათი ქმედება და თეატრის გახსნა დიდ თეატრალურ რევოლუციად ჩაითვალა. გახსნის დღიდან აქ მოღვაწეობდნენ საქართველოში თითქმის ყველა გამორჩეული მსახიობი და რეჟისორი. თეატრი დაფუძნებიდან აქცენტს აკეთებს ქართველ მწერლებზე და ახალგაზრდა შემოქმედებზე. რუსთავის თეატრი აგრძელებს ტრადიციას და აქტიურად თანამშრომლობს ახალგაზრდებთან. 1971 წელს რუსთავის თეატრში ხორციელდება საქართველოში პირველი კოპროდუქცია. რუსთავის თეატრში მოღვაწეობისთვის სხვადასხცა დროს ჯილდოვდება არაერთი მსახიობი თუ

რეჟისორი. 1994 წელს დაარსდა საქართველოში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“. რუსთავის თეატრი თავისი ისტორიის მანძილზე სავსე იყო შემოქმედებითი პროგრესით და რთული წლებით. 2017 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობს რეჟისორი სოსო ნემსაძე. მის შემოქმედებით ბიოგრაფიაშია 110 მდე სპექტაკლი, რომლებიც სხვადასხვა წლებში დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი და გრან-პრით. რუსთავის თეატრის შემოქმედებითი საქმიანობა განაწილებულია ოთხ სცენაზე 30 ზე მეტი სპექტაკლია. რეპერტუარში შეხვდებით როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე უცხოურ და ქართლ პიესებს. ამ ეტაპზე თეატრი ღიაა კოპროდუქციებისთვის, პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობისთვის.

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: სოსო ნემსაძე

თეატრის დირექტორი: მარიამ მინდიაშვილი

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელექტრონული ფოსტა: artdep@rustavitheatre.ge

ტელ: +995 591 972 653/ 

 

 

© 2025 All Rights Reserved