
კარმენი
- რეჟისორი: გია მარღანია
- თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
- მასპინძელი თეატრი :კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
- თარიღი:
- 16 სექტემბერი - 20:00 სთ,
იდეის ავტორი, რეჟისორი და ქორეოგრაფი - გია მარღანია
სცენოგრაფი - გია მარღანია
კოსტიუმების მხატვარი - ხათუნა მაისურაძე
აუდიო-მონტაჟი და მუსიკალური ეფექტები - ზურა გაგლიშვილი
რეჟისორის თანაშემწე - ნინო ჟორჟოლიანი
შემსრულებელნი:
კარმენი - ანკა ვასაძე
ხოსე - ნიკა ნანიტაშვილი
ტორეადორი - ლუკა ჭანიშვილი
კორეხიდორი - მიშა ზაქაიძე
სიკვდილი - ანა თალაკვაძე
უცნობი - გია მარღანია
ხანგრძლივობა: 50 წუთი, შესვენების გარეშე
ჟანრი - დრამა
სპექტაკლის შესახებ:
„კარმენ სუიტა“ — ბალეტი ერთ მოქმედებად — ეყრდნობა ჟორჟ ბიზეს ცნობილი ოპერის „კარმენის“ მუსიკალურ თემებს. კომპოზიტორმა როდიონ შედრინმა შეამნა ამ ნაწარმოების უნიკალური ორკესტრირებული ვერსია, რომელმაც ბიზეს მუსიკის სილამაზე და ემოციური სიღრმე სრულად შეინარჩუნა.
ბალეტი შეიქმნა ალბერტო ალონსოს ქორეოგრაფიით და ეფუძნება პროსპერ მერიმეს ნოველას „კარმენი“, რომელიც გვიამბობს ქალის თავისუფლებაზე, სიყვარულზე, ვნებასა და გარდაუვალ ტრაგედიაზე.
ისტორია მოგვითხრობს მაცდუნებელ და დაუდგომელ კარმენზე, რომელიც შეყვარებულია თავისუფლებაზე და უარს ამბობს ერთგულებასა და შეზღუდვებზე. მისი ცეცხლოვანი ხასიათი და დამოუკიდებლობა ტრაგიკულად ეჯახება დონ ხოსეს სიყვარულს — კაცს, რომელიც კარმენის გამო ყველანაირ ზღვარს კვეთს.
ქორეოგრაფი გია მარღანია ქმნის ამ ამბის თანამედროვე ინტერპრეტაციას და ქართველი მსახიობების მონაწილეობით გვთავაზობს „კარმენის“ ახალ სცენურ ვერსიას.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 2025 წელს ხსნის თავის 98-ე თეატრალურ სეზონს. თეატრი წლებია რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრად საქართველოში და კვლავაც ინარჩუნებს დამფუძნებლის — კოტე მარჯანიშვილის — ხელოვნური და სოციალური მისიისადმი ერთგულებას.
მარჯანიშვილის თეატრი აერთიანებს კლასიკური ტრადიციებისა და თანამედროვე ხედვის სინთეზს. სწორედ ამ მიდგომით ჩამოყალიბდა იგი, როგორც საზოგადოებრივი (სოციალური) თეატრი — სივრცე, სადაც ხელოვნება საზოგადოებრივი ცნობიერების, დიალოგისა და განათლების პლატფორმად იქცა.
1928-1933 წლებში თეატრის პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო მისი დამფუძნებელი, კოტე მარჯანიშვილი. შემდგომ პერიოდში თეატრს ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი ფიგურები: ვასილ ქუშიტაშვილი, არჩილ ჩხარტიშვილი, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, გიგა ლორთქიფანიძე, თემურ ჩხეიძე და სხვა.
2006-2022 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა რეჟისორ ლევან წულაძეს, რომლის ხელმძღვანელობით თეატრში განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი სიახლე და შემოქმედებითი ძიება.
2023 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია რეჟისორი და პედაგოგი გიორგი მარგველაშვილი.
მარჯანიშვილის თეატრი დღესაც აერთიანებს სხვადასხვა თაობის გამორჩეულ მსახიობებს, რეჟისორებს, მხატვრებსა და კომპოზიტორებს. თითოეული პრემიერა თბილისის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.
თეატრის საქმიანობა სცდება სცენურ წარმოდგენებს — ის აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო, სოციალურ და კულტურულ პროექტებში, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის როლს საზოგადოებრივ განვითარებაში.
2015 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრების კონვენციის (European Theatre Convention - ETC) სრულუფლებიანი წევრია. კონვენციის ფარგლებში თეატრს ეძლევა შესაძლებლობა, ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებში, განახორციელოს ერთობლივი სპექტაკლები და კიდევ უფრო გააფართოოს თანამშრომლობის ქსელი ევროპულ თეატრებთან.
თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ, ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian დაწერა:
„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე თუნდაც ოდნავ უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრის დონეს, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე სანატრელი უნდა იყოს ამ ქვეყანაში.“