
არ გვიხდით?! არ გადავიხდით!
- რეჟისორი: ლაშა შეროზია
- თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
- მასპინძელი თეატრი :კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
- თარიღი:
- 18 სექტემბერი - 20:00 სთ,
დარიო ფოს პიესის მიხედვით
თარგმანი მაია ჯაფარიძის
პიესის ინსცენირების ავტორი ლაშა შეროზია
(სოციალურ პოლიტიკური კომედია)
რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - ლაშა შეროზია
სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი - შოთიკო ბაგალიშვილი
ქორეოგრაფი - გია მარღანია
რეჟისორის ასისტენტი - ლიკა მამიაშვილი
მოქმედი პირები და შემსრულებლები:
ანტონია - ქეთი ცხაკაია
მარგარიტა - ანა სანაია
ჯოვანი - ბესო ბარათაშვილი
ლუიჯი - დიმიტრი ტატიშვილი
უშიშროების თანამშრომელი - ვარლამ კორშია
პოლიციელი - გვანცა კორშია
ხანგრძლივობა: 75 წუთი, შესვენების გარეშე
სპექტაკლის შესახებ:
პროდუქტებზე ფასების მატების, ბანკების პროცენტების ზრდის და სამუშაო ადგილების შემცირების გამო ქვეყანაში კრიზისია. ანტონია, სხვა მუშათა კლასის ქალებთან ერთად, რომლებიც უარს ამბობენ გაბერილი ფასების გადახდაზე, მაღაზიიდან პროდუქტებს ისე დაიტაცებენ, არაფერს არ გადაიხდიან.
თუმცა ანტონიას უფრო რთული ამოცანა აქვს წინ, ნაქურდალის დამალვა კანონმორჩილი ქმრისგან და პოლიციისგან, რომლებიც უკვე სახლებს ჩხრეკენ დამნაშავეების დასაჭერად.
ანტონიას თავის თანამზრახველ მარგარიტასთან ერთად უამრავი ტყუილის მოგონება უწევს თავის დასაძვრენად, რაც თავისთავად სიტუაციას აბსურდულს და ძალიან კომიკურს ხდის. ანტონიას იდეას, პროდუქტების ტანსაცმლის ქვეშ დამალვაზე, მთელი უბნის ქალები აიტაცებე. ყველა ქალი ორსულია, პოლიცია დაბნეულია, სიტუაცია ჩიხში შევიდა.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 2025 წელს ხსნის თავის 98-ე თეატრალურ სეზონს. თეატრი წლებია რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრად საქართველოში და კვლავაც ინარჩუნებს დამფუძნებლის — კოტე მარჯანიშვილის — ხელოვნური და სოციალური მისიისადმი ერთგულებას.
მარჯანიშვილის თეატრი აერთიანებს კლასიკური ტრადიციებისა და თანამედროვე ხედვის სინთეზს. სწორედ ამ მიდგომით ჩამოყალიბდა იგი, როგორც საზოგადოებრივი (სოციალური) თეატრი — სივრცე, სადაც ხელოვნება საზოგადოებრივი ცნობიერების, დიალოგისა და განათლების პლატფორმად იქცა.
1928-1933 წლებში თეატრის პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო მისი დამფუძნებელი, კოტე მარჯანიშვილი. შემდგომ პერიოდში თეატრს ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი ფიგურები: ვასილ ქუშიტაშვილი, არჩილ ჩხარტიშვილი, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, გიგა ლორთქიფანიძე, თემურ ჩხეიძე და სხვა.
2006-2022 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა რეჟისორ ლევან წულაძეს, რომლის ხელმძღვანელობით თეატრში განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი სიახლე და შემოქმედებითი ძიება.
2023 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია რეჟისორი და პედაგოგი გიორგი მარგველაშვილი.
მარჯანიშვილის თეატრი დღესაც აერთიანებს სხვადასხვა თაობის გამორჩეულ მსახიობებს, რეჟისორებს, მხატვრებსა და კომპოზიტორებს. თითოეული პრემიერა თბილისის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.
თეატრის საქმიანობა სცდება სცენურ წარმოდგენებს — ის აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო, სოციალურ და კულტურულ პროექტებში, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის როლს საზოგადოებრივ განვითარებაში.
2015 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრების კონვენციის (European Theatre Convention - ETC) სრულუფლებიანი წევრია. კონვენციის ფარგლებში თეატრს ეძლევა შესაძლებლობა, ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებში, განახორციელოს ერთობლივი სპექტაკლები და კიდევ უფრო გააფართოოს თანამშრომლობის ქსელი ევროპულ თეატრებთან.
თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ, ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian დაწერა:
„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე თუნდაც ოდნავ უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრის დონეს, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე სანატრელი უნდა იყოს ამ ქვეყანაში.“