ამარკორდი
- რეჟისორი: ლევან წულაძე
- თეატრი:თეატრი სახელოსნო 42
- მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
- თარიღი:
- 16 სექტემბერი - 15:30 სთ,
ფედერიკო ფელინის ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით
ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ლევან წულაძე
სცენოგრაფია- ლევან წულაძე
კოსტუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
ქორეოგრაფი- თინათინ წულაძე
მუსიკალური გაფორმება - ზურაბ გაგლოშვილი
ვიდეო პროექცია - დათა დვალიშვილი
რეჟისორის ასისტენტი - მაგდა წულაძე
ტექნიკური რეჟისორი - თამარ ფრუიძე
მონაწილეობენ:
ნიკა კუჭავა, ქეთევან ცხაკაია, დუტა სხირტლაძე, თეონა ქოქრაშვილი ზუკა პაპუაშვილი, ჯეჯი სხირტლაძე, ბექა ხაჩიძე, ქეთევან კანტიძე მანანა კაზაკოვა, ბაია დვალიშვილი, ონისე ონიანი, ანუკა გრიგოლია ნინო წულაძე, თუთა ოქროპირიძე, ნიკოლოზ გოგიძე, ქრისტი ჩხიკვაძე ბუბა ჭოღოშვილი, ნიკა ნიკურაძე, ანა ინგოროყვა , გიორგი გრძელიძე
სპექტაკლის შესახებ:
ეს არის ამბავი — ერთი პატარა, მყუდრო იტალიურ ქალაქიდან, სადაც დილა სიცილით და სიცოცხლის სიყვარულით იყო გაჟღენთილი.
ქალაქი ცოცხლობდა ფერებით, ხმებით, მუსიკით, ჩურჩულით დ მზის სინათლით. ყოველი დღე იმეორებდა თავად სიცოცხლის ხიბლს.
მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი იცვლება. ქალაქში ჩნდება უცნობი, უცხო ძალა — უხმოდ, თითქოს ჩრდილიდან.
სიცილი ქრება, მუსიკა ჩუმდება, ფერები ქრება. ქალაქი თითქოს სუნთქვას წყვეტს.
სპექტაკლი სიყვარულის წერილია იმ სამყაროზე, სადაც ადამიანები ერთმანეთისთვის არსებობენ და შეხსენება იმისა, რამდენად მარტივად შეუძლია ბოროტებას წაგვართვას ყველაზე ძვირფასი: თავისუფლება და ბედნიერება, რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ.
თეატრი სახელოსნო 42 დამოუკიდებელი თეატრია, ის 2023 წელს გაიხსნა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY-ის ტერიტორიაზე. თეატრი 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების , როგორც აუცილებლობის, განვითარება და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში;
“თეატრი სახელოსნო 42” 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
თეატრი ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მეორე სეზონის ბოლოს მისი რეპერტუარი უკვე 12 სპექტაკლს მოიცავს - კლასიკა, თანამედროვე დრამატურგია, დოკუმენტური პიესა. ხოლო საგანმანათლებლო პროექტები , რომელიც თეატრში გაჩნდა, პოპულარულია და მოთხოვნადი.
თეატრალური ხელოვნების განვითარება და მსოფლიო კულტურულ რუკაზე ინტეგრირება ჩვენი მისიაა, ამიტომ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალები და ტექნოლოგიური უორქშოფები, საერთაშორისო გაცვლითი პროექტები, გამოფენები და კონფერენციები თეატრის პროფესიების სხვადასხვა მიმართუოლებით ; კოპროდუქციები ჩვენი დიდი ინტერესია და ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ.
თეატრს არ ჰყავს მუდმივი დასი, აქ გამოცდილ მსახიობებთან ერთად სცენაზე სრულიად ახალგაზრდები დგანან.
მიუხედავად რთული სეზონის (2024-2025 წლის სეზონი), 3 თვიანი გაფიცვისა და წინააღდეგობის მოძრაობისა, თეატრმა 3 პრემიერა გამოუშვა, მიიღო მთავარი პრემია თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოვებაზე და საერთაშორისო პროექტებსაც უმასპინძლა;