
ადამიანის ხმა
- რეჟისორი: თათა პოპიაშვილი
- თეატრი:ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
- თარიღი:
- 1 სექტემბერი - 20:00 სთ,
ავტორი: ჟან კოქტო
რეჟისორი: თათა პოპიაშვილი
სცენოგრაფია:გიორგი უსტიაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: გიორგი უსტიაშვილი
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება: თათა პოპიაშვილი
რეჟისორის თანაშემწე: მაია მებონია
მონაწილეობენ: ნიარა ჭიჭინაძე, ანიკო შურღაია
ხანგრძლივობა :
ჟანრი:
ბოლო საუბარი ყოფილ სიყვარულთან - მასთან, ვინც სხვა ქალზე დაქორწინებას აპირებს. „ადამიანის ხმა“ — სევდიანი სიმღერა განშორების, მარტოობისა და იმ სიყვარულის შესახებ, რომელიც მხოლოდ ერთი ხმით სრულდება.
ფოთის სახელმწიფო თეატრს ვალერიან გუნიას სახელი 1963 წელს მიენიჭა.
1982 წელს ფოთის თეატრმა თავისი არსებობის ასი წლისთავი აღნიშნა.
დღეს, ფოთის თეატრი მიუხედავად დიდი ხნის ისტორიისა, ახალგაზრდა, თანამედროვე, დინამიურად განვითარებადი თეატრია. თეატრის ამოცანაა, მაყურებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც მძაფრად გამოხატავს ჩვენი რეალობის მოთხოვნებს და გამოწვევებს. ფოთის თეატრში იდმება, როგორც კლასიკური ნაწარმოებები, ასევე თანამედროვე დრამატურგთა პიესები. თეატრი ცდილობს შემოქმედებითი პროცესი მიმართოს თანამედროვე, აქტუალური და ხარისხიანი სპექტაკლების გამოშვებისაკენ, ხშირად თამამად ლაპარაკობს ტაბუდადებულ თემებზე. თეატრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა თეატრებთან, საერთაშორისო ფესტივალებთან, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ.
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში აქტიურად იდგმება, ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების მიერ განხორციელებული პროექტები. გარდა რეჟისორების მოწვევისა, ხდება ახალგაზრდა დრამატურგების, სცენოგრაფების, ქორეოგრაფების, კომპოზიტორების და მსახიობების მოწვევაც. მიმდინარეობს ახალი თეატრალური ენისა და მიმართულების ძიება. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი და კრიტერიუმი არის, ვიყოთ თანამედროვენი, ხარისხის მთავარი კრიტერიუმი კი არის შექმნილი პროდუქციის აქტუალობა-სიმძაფრე
თეატრის დირექტორი: საბა ასლამაზიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 555 327 689
sabaaslamazishvili@gmail.com