en_“შერეკილები”

  • Director: ლეო გაბრიაძე
  • Theatre:გაბრიაძის თეატრი (რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების სახელმწიფო პროფესიული თეატრი)
  • Hosting Theatre :Gabriadze Theatre
  • Date:

რეზო გაბრიაძე

 

რეჟისორი: ლეო გაბრიაძე

სცენოგრაფია: რეზო გაბრიაძე

კოსტიუმების მხატვარი: რეზო გაბრიაძე

კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: ლეო გაბრიაძე

 

ხანგრძლივობა: 90 წუთი (შესვენების გარეშე)

ჟანრი: კომედია

 

გმირებს ახმოვანებენ: ერთაოზი - ნიკა ფაიქრიძე

ქრისტეფორე - ამირან ამირანაშვილი

მარგალიტა/ქათამი - რუსუდან ბოლქვაძე

ხუტა - ზაზა პაპუაშვილი

ნოშრევანი - იმერი კავსაძე

მიზანა - მერაბ შარიქაძე

მღვდელი - გია აბესალაშვილი,

ტრიფონი - დავით დვალიშვილი

წამყვანი - რამაზ იოსელიანი

სირბილაძე - ჯანო იზორია

ტელეგრაფისტი - სანდრო სხირტლაძე

ქრიშობელა - ალეკო ბეგალიშვილი

სანიტარი - ლაშა გურგენიძე

კახელი - მამუკა მუმლაძე

ანიმატორები - თამარ ამირაჯიბი, ნათია დემეტრაშვილი, ირაკლი შარაშიძე, მიხეილ ბარნოვი, იმედა გულიაშვილი, ბენო ჯიჯიაშვილი, ბადრი გვაზავა, გიორგი გიორგობიანი, მედეა ბლიაძე, ნინო მიგრიაული, თამარ კობახიძე, მარიამ იკოშვილი

 

პრემიერა შედგა: 07.05.2026

 

სპექტაკლის შესახებ

შერეკილები ამბავი სიყვარულზე, ვალებსა და თერმოდინამიკის მეორე კანონზეშერეკილებიმუსიკითა და იუმორით სავსე იგავია გულუბრყვილო სოფლელი ბიჭის, ერთაოზის, თავგადასავლებზე, რომელიც ბედის საძიებლად დიდ სამყაროში მიდის. მას მრავალი განსაცდელის გადალახვა უწევს. ხვდება ციხეში, სადაც უიღბლო სიყვარულის გამო დატყვევებულ მოხუც მეცნიერს გაიცნობს და სრულიად მოულოდნელად აკადემიურ განათლებასაც მიიღებს. ის და მოხუცი მეცნიერი, ერთად ჩაიფიქრეებენ მსოფლიოში პირველი ცათმფრენი აპარატის აშენებას, რომელიც ყოფიერებაზე ამაღლებასა და თავისუფლების მოპოვებაში დაეხმარებათ "შერეკილები" გაბრიაძისეული სამყაროს კვინტესენციაა: პოეტური, ირონიული, ღრმად ადამიანური - და ამ ყველაფრის მიღმა - იშვიათი ლირიზმით გამსჭვალული. „შერეკილიჩვენს შემთხვევაში არის ყველა ის ადამიანი, ვისაც, მიუხედავად საზოგადოების მხრიდან მოუღებლობისა, ბოლომდე სჯეროდა საკუთარი არაორდინალური იდეების. შესაძლოა თანამედროვეები მათ დასცინოდნენ კიდეც, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ სწორედ ამშერეკილებმაშეცვალეს სამყარო უკეთესობისაკენ. რაც შეეხება იმას, რომშერეკილებიარის ამბავი სიყვარულზე, ვალებსა და თერმოდინამიკის მეორე კანონზე, სიყვარული და ვალები ალბათ გასაგებია. ეხლა კი, თერმოდინამიკის კანონზე - ფინალური ფორმულა, რომელსაც ჩვენი გმირები აღმოაჩენენ ასევე ენთროპიის კანონად მოიხსენიება, რაც ბრძოლის დასრულებას, სიმშვიდის მიღწევას და ამაღლებას ნიშნავს ანუ ერთაოზი და ქრისტეფორე თავისუფლდებიან ყველა მიწიერი ტვირთისგან: უიღბლო სიყვარულისგან, ვალებისგან, ციხისგან და საგიჟეთის გავლით ცაში აფრინდებიან.“ - ლეო გაბრიაძე

 

პრესა

ფინალური ეპიზოდი - ერთ-ერთი შთამბეჭდავი, თავისუფალი მხატვრული წარმოსახვისა და ფანტაზიის თავისუფლების ანარეკლია, როგორც თავად ურმისა და რაღაც დაძონძილი ქსოვილის კონსტრუქციით აწყობილო ცათმფრენის გადაფრენა საქართველოს თავზე; მისი ფრენის ტრაექტორია, მარშრუტი და ფაქტურა, ზედხედში დანახული სამყაროდან. და ბოლოს ორი პატარა ფიგურის სივრცეში ფარფატი, როგორც ამაღლებისა და ნამდვილი თავისუფლების თვალსაჩინო, მეტყველი და ულამაზესი მეტაფორა.” ლელა ოჩიაური www.theaterlife.ge გაბრიაძის შერეკილები საოცნებო მანქანას ააგებენ, რადგან რეალობა ოცნებების გარეშე სულიერად ღარიბი ხდება. სწორედ ამიტომ მათი გაფრენა ფიზიკური გაქცევის ნაცვლად, უფრო მეტაფიზიკურ წინააღმდეგობად აღიქმება. მაყურებელს სპექტაკლი უცნაურ და მტკივნეულ გაცნობიერებას უტოვებს: შესაძლოა, ცივილიზაცია მხოლოდ იმიტომ გადარჩება, რომ რამდენიმე სასაცილო, გულუბრყვილო, არაპრაქტიკულს ადამიანს კვლავ სჯერა, რომ სხვა ცა შესაძლებელია. თანამედროვე კულტურაში, რომელიც დაცლილია ოპტიმიზმისგან და გამოფიტულია მუდმივი შფოთვით, ეს რწმენა მოულოდნელად რევოლუციურად გამოიყურება. ამ თვალსაზრისით, ლეო გაბრიაძის პრემიერა განსაკუთრებულ, იშვიათი მიღწევაა. ის არა მხოლოდ გაბრიაძის მემკვიდრეობას ინახავს. ის ამტკიცებს, რომ ეს მემკვიდრეობა ფრენას კვლავ შეძლებს. ივან ნეჩაევი www.georgiatoday.ge

 

გაბრიაძის თეატრი თბილისის ძველ უბანში, შავთელის #13-ში მდებარეობს. ის 1981 წელს რეზო გაბრიაძემ დაარსა და სულ 80 მაყურებელზეა გათვლილი. ეს უნიკალური საავტორო თეატრია, რომელიც ერთი ადამიანის შემოქმედებითი ენერგიით შეიქმნა. რეჟისორი, დრამატურგი, მხატვარი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე თავად წერდა პიესებს, ქმნიდა თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებდა. თეატრმა გააერთიანა ერთ სივრცეში რეზო გაბრიაძის მრავალმხრივი შემოქმედება. ამჟამად გაბრიაძის თეატრის რეპერტუარში შემდეგი სპექტაკლებია: „ალფრედი და ვიოლეტა“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „რამონა“, "შერეკილები". არსებობის 40 წლის განმავლობაში გაბრიაძის თეატრმა მრავალი ქვეყანა მოიარა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა: ავინიონის ფესტივალი (საფრანგეთი), სპოლეტოს ფესტივალი (იტალია), ლინკოლნ ცენტის ფესტივალი (ნიუ იორკი, ...), კენედის ცენტრის ფესტივალი (ვაშინგტონი, ...) ედინბურგის ფესტივალი (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი), ბარბიკან ცენტრის ფესტივალი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და სხვ. გაბრიაძის გმირების იუმორი, დარდი თუ სიხარული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გასაგებია, რადგან მისი ხელოვნების ენა უნივერსალურია. რეზო გაბრიაძე 2021 წელს გარდაიცვალა, მაგრამსაქართველოს ეროვნული განძი”, როგორც მას ხშირად იხსენებენ უცხოურ პრესაში, აგრძელებს შემოქმედებით ცხოვრებას, მისი ხელოვნება კვლავ იზიდავს მაყურებელს და ახდენს ზეგავლენას ქართულ კულტურაზე 2017 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ლეო გაბრიაძე.

Gallery

© 2026 All Rights Reserved