„კოორდინაციის ტექნიკა ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ყველა ჩვენი მოქმედი იარაღი, როგორებიცაა ხმა, ჟესტი, რიტმი, ფანტაზია და ენერგია არიან ურთიერთდაკავშირებულნი”…
8, 9 და 10 დეკემბერს, მარჯანიშვილის თეატრის უშანგი ჩხეიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზში, გაიმართა სამდღიანი ვორქშოფი კოორდინაციის ტექნიკაში.
ვორქშოფს გაუძღვა კომპანია „თხის სიმღერის“ სამხატვრო ხელმძღვანელი გრეგორ ბრალი, რომლის მიერ დადგმული სპექტაკლი „ლირის სიმღერები“ გაიმართა 2014 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში და ქართველი მაყურებლისგან განსაკუთხებული აღფრთოვანება დაიმსახურა.
"...ვორქშოფი მარტივი ფიზიკური რეპეტიციით დაიწყება და თანდათანობით გადაინაცვლებს ხმის, რიტმის, ტექსტის და ენერგიის ვარჯიშებში. ჩვენ ნელ-ნელა შევიგრძნობთ და აღვიქვამთ, თუ როგორ გავლენას ახდენს ჩვენი ერთი მოძრაობა სხვა ასპექტების გაძლიერებაზე. და როცა ჩვენ მოვიპოვებთ ურთიერთკავშირის შეგრძნებას, ჩვენი მიმზიდველობა, ქარიზმა და სიმშვიდე გადიდდება და გაიშლება.
პროფესიულ ზრდას აძლიერებს ჩვენი სხეული, ხმა და ენერგია რომელსაც წინ უძღვის ჩვენი პირადი გამოცდილება.“
გრეგორ ბრალი
თეატრ "თხის სიმღერის" სამხატვრო ხელმძღვანელი
www.youtube.com/watch?v=Nl5VNjyZjXM
სპექტაკლის „ლირის სიმღერები“ ტრეილერი: www.youtube.com/watch?v=vqL2DDXYoG0
ვორქშოფი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით