6 – 10 დეკემბერი
ხანგრძლივობა:
6 დეკემბერი 15:00 – 18:00
7, 8, 9, 10 დეკემბერი 10:00 – 16:00
ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი, მცირე სცენა
ადამიანების რაოდენობა: 10
კრის ზიგლერი/ მოძრავი სურათები
ინტერაქტიული სცენა – მოძრაობისათვის თვალის დევნება სცენაზე ციფრული მედიის სამართავად
სპიკერის შესახებ:
კრის ზიგლერი საცეკვაო ხელოვნების, პერფორმანსისა და ახალი მედიახელოვნების სფეროში განხორციელებული არაერთი საერთაშორისო ინტერდისციპლინარული პროექტის რეჟისორი, ციფრული არტისტი და არქიტექტორია. იგი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერაქტიულ მედიას და, სხვა დანარჩენს შორის, თეატრის სცენაზე იმერსიულ გარემოთა შექმნას ასწავლის.
90 -იანი წლების შუა პერიოდიდან ზიგლერი იკვლევს ინტერაქტიული, გამძაფრებული და ვირტუალური რეალობის გავლენასა და გამოყენებას საშემსრულებლო, სასცენო ხელოვნებაში. 2018 წელს იგი ევროპის თეატრალური ლაბორატორიის წევრი გახდა, ამავე წლებში მუშაობდა ციფრულ ინსტრუმენტებზე კონკრეტულ გარემოში გასამართი თეატრალური წარმოდგენებისთვის. მას შემდეგ, რაც პირველად მიიღო ქალაქ მიუნხენის ,,ახალგაზრდა ხელოვანთა და ახალი მედიის პრემია", მისი ნამუშევრები მთელს მსოფლიოში იდგმება.
ზიგლერი ნომინირებული იყო მონაკოს ცეკვის ციფრული ფორუმის პრემიაზე, მოპოვებული აქვს რამდენიმე პრემია დიზაინის დარგში, როგორებიცაა ნიუ იორკის I.D. Design -ის ბრინჯაოს და ვერცხლის პრემიები და სხვა. თავისი ნამუშევრების საჩვენებლად ორჯერ იქნა მიწვეული ლინცში ( ავსტრია) ფესტივალ Ars Electronic-ზე.
უორკშოპის შესახებ:
ამ უორკშოპზე კრის ზიგლერი სცენაზე ინტერაქტიული გარემოს შექმნის გამოცდილებას გაგიზიარებთ. უორქშოფის პირველ ნაწილში მისი მონაწილეები მარტივი ინსტრუმენტების
გამოყენებას ისწავლიან სცენაზე მოძრავი მსახიობების/მოცეკვავეებისათვის თვალის სადევნებლად და მათი მოძრაობისას ბგერისა და განათების სამართავად. მეორე ნახევარში გვსურს, მოძრაობისათვის თვალის მისადევენებელი სამოსი მოგარგოთ, რათა განათება და საუნდი სხეულის მოძრაობისამებრ ვცვალოთ. ბოლოს, სცენაზე ვირტუალური პერსონაჟების შექმნას და ანიმაციურად მათ გაცოცხლებას ვისწავლით. ამ ნაწილს მოგვიანებით უფრო მრავალკომპონენტიანი სემინარები მოჰყვება.
http://movingimages.de
https://www.facebook.com/chrisziegl