18, 1920 დეკემბერი
ხანგრძლივობა: 11:00 – 17:00
ადგილი:  მარჯანიშვილის თეატრი, მცირე სცენა
ადამიანების რაოდენობა: 15

ტრანსფორმაცია 
გამორჩეული პერსონაჟების შექმნის ხელოვნება

ჯაილზ ფორმანი
ჯაილზ ფორმანი  სამსახიობო ოსტატობის სწავლებით მთელ მსოფლიოშია ცნობილი, არაერთხელ უმუშავია მრავალი ჯილდოსა თუ პრემიის მქონე ფილმსა და სატელევიზიო შოუზე. ფორმანი სამსახიობო ხელოვნებას ლონდონის დრამატულ ცენტრში ეუფლებოდა, კრისტოფერ ფეტსის, იატ მალმგრენის და როვენ ადივის ხელმძღვანელობით. ეს ის აკადემიაა, რომელმაც მსოფლიოს არაერთი ვარსკლავი შეჰმატა - ენტონი ჰოპკინსი, შონ კონერი, პირს ბროსნანი, მაიკლ ფასბენდერი, ჯერალდინ ჯეიმზი, ტომ ჰარდი და მრავალი სხვა.
თავად ჯაილზი ელენ მაკკროისთან, ტერა ფიცჯერალდსა და ანასტეშა ჰილთან ერთად სწავლობდა. როგორც დრამატული ცენტრის პროფესორთა ჯგუფის წევრი, ფორმანი ისეთ პერიოდში ასწავლიდა, როდესაც ცენტრი მრავალმა ცნობილმა მსახიობმა დაამთავრა: სახსენებლად მაიკლ ფასბენდერის და  ტომ ჰარდის სახელებიც იკმარებს. იგი წლების განმავლობაში ამზდებდა და/ან ხელმძღვანელობდა  კინოს, სატელევიზიო შოუებისა თუ თეატრის უამრავ მსახიობს.

სემინარის შესახებ:
რა აქვთ ერთმანეთთან საერთო ენტონი ჰოპკინსს, პირს ბროსნანს, კოლინ ფერტს, ლამბერტ უილსონს, ჰელენ მაკრორის, შონ ჰარისს, პოლ ბეტანის, სანტიაგო კაბრერას, ტომ ჰარდის, მაიკლ ფასბინდერსა და გვენდოლინ კრისტის?
პერსონაჟების ანალიზი ან მოძრაობის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული მუშაობა
იატ მალმგრენი

ჯილზ ფორმენი მოხარულია, რომ  იატ მალმგრენისა და რუდოლფ ფონ ლაბანის მიერ შემუშავებულ მეთოდზე, პერსონაჟების ანალიზსა თუ მოძრაობის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული არაჩვეულებრივი ნამუშევარი თბილისში ჩამოაქვს.
იატ მალმგრენის ნაშრომი მსახიობს საფუძვლიან უნარს უვითარებს, გარდაიქმნას როგორც შინაგანად, ასევე - გარეგნულად. ეს მეთოდი ფასდაუდებელი ინსტრუმენტია მსახიობისთვის, რომელსაც სწამს პერსონაჟისა და მასზე მუშაობისას მაქსიმალური სიზუსტის მიღწევა სურს. ეს არის ადამიანის თვითგამოხატვის შესაძლებლოების ღრმად შემსწავლელი მეთოდი, რომელიც პირველად რუდოლფ ფონ ლაბანმა შეიმუშავა, 50 წლის განმავლობაში ხვეწდა, ჩამოყალიბებული და საბოლოო სახე კი იატ მალმგრენმა მისცა. ეს არის ადამიანის თვითგამოხატვის ერთადერთი ვრცელი ტიპოლოგია, რომელიც

ჩვენთვისაა ცნობილი, ამ გარდაქმნების ხელშესაწყობად მას არაჩვეულებრივი სავარჯიშოების კომპლექსი აქვს დართული. სწორედ ეს ნამუშევრები აკავშირებს სტანისლავსკისთან ლაბანსა და მის ფუნდამენტურ რიტმებს - ლაბანის საოცარ აღმოჩენას, რომელთა მეშვეობითაც იქმნება პერსონაჟი. ლაბანს სწამდა, რომ ადამიანს შეეძლო გამოეცნო, თუ ვინ არის მეორე ადამიანი ან რა სურს მას - თუნდაც იმაზე დაკვირვებით, როგორ შემოდის იგი ოთახში!! ნახეთ ეს ნამუშევარი და იგი შეცვლის თქვენს წარმოდგენას პერსონაჟის და სამყაროს შესახებ. 

პრესა:
”რევოლუციური, მაგრამ თან სრულიად პრაქტიკული მიდგომა ჩვენი ხელობისადმი. ამ მეთოდის გარეშე მე ვერ ვმუშაობ. ” 

კოლინ ფერტი, ,,საუბრები პროცესის შესახებ“

www.gilesforeman.com
www.facebook.com/gilesforeman.centre

 

რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია მოცემულ ელექტრონულ მისამართზე tia@tbilisiinternational.com
- მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, 300 სიტყვა და 3 ფოტო სურათი
- რეგისტრაცია სრულდება 29 ნოემბერს 18:00 საათზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
- მონაწილეთა რეოდენობა - 15 ადამიანი
- მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ მსახიობებს 35 წლამდე
- აუცილებელია კოვიდ პასპორტების წარდგენა
(5. ტრენინგის, კონფერენციის, სემინარის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
51. ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირების საფუძველზე.
52. ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია PCR ტესტის ან/და სწრაფი ანტიგენის ტესტის გარეშე სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ.
53. ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია, თუ ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.)
 
ვორქშოფი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, რომელსაც ეყოლება თარჯიმანი.
© 2024 All Rights Reserved