ქორეოგრაფი და მხატვარი - თეა სოსანი
ტექნიკური დირექტორი - გიორგი სოსანი
მონაწილეობენ:
ბიტამა დარუიშ, იულია კოდერერ, რამონა რაისაუს, პაშა დარუიშ, პატრიკ ბაიერ
სპექტაკლის შესახებ:
თანამედროვე ცეკვის თეატრის წარმოდგენა, რომელსაც დახვეწილი სხეულის ენით, ძლიერი ენერგიითა და თავისებური ინტერპრეტაციით მაყურებლის მოჯადოება სურს.
სამი განსხვავებული ხასიათის ქალი, ბავშვობიდან გამოყოლილი ისტორიებით, რომელიც სავსეა ტანჯვით, სიყვარულის ნაკლებობით და იმედგაცრუებით. მძიმე ბავშვობა არასოდეს მთავრდება.
სამი გაუთხოვარი ქალის ურთიერთობები მამაკაცებთან. ქალები არასოდეს ტყუიან, ისინი იგონებენ სიმართლეს, რომელიც იმ წუთში სჭირდებათ.
სამი ისტორია, რომელიც ბოლოს ერთმანეთში იხლართება – ესაა თემატური ხერხემალი, რაზეც აგებულია სპექტაკლი “გაქვავებული”.
ძლიერი ემოციების გულწრფელი გამოხატვა მაყურებლის თანაგანცდას იწვევს, თუმცა პასუხი იმ უდიდეს შეკითხვაზე, რასაც სიყვარული და ვნება ქვია, მაინც პასუხგაუცემელი რჩება.
პრესა:
„ეს არის ვირტუოზული და შთამბეჭდავი ქორეოგრაფია, რომელიც მსუბუქი იუმორით, გრძნობებით და ვნებით არის სავსე. სრულყოფილი და მძლავრი გამოსახვის სრულიად დამოუკიდებელი ფორმა. აქ ნახავთ თანამედროვე ცეკვის, დრამატული თამაშის და კონტაქტური იმპროვიზაციის ელემენტების სრულიად ჰარმონიულ სიმბიოზს.“
„მიტელბაიერიშე ცაიტუნგ“
„მომაჯადოვებელი, საკმაოდ თანამედროვე და დაუვიწყარი თეატრალური წარმოდგენა, რომელიც უბრალოდ დაგამუნჯებთ.“
„პრესსე-სოლფრანკ“
ხანგრძლივობა - 70 წუთი, შესვენების გარეშე
ბილეთის ფასი - 35 / 20 / 10 / 5 ლარი
პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ორშაბათი, 28 სექტემბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)