1937 წლის 21 სექტემბერს ის დააპატიმრეს, დახვრეტა მიუსაჯეს, როგორც „კონტრრევოლუციური, ტროცკისტული, ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრს“ და ამავე წლის 2 დეკემბერს დახვრიტეს. 30 წლის იყო. თეატრში მან მხოლოდ 9 სეზონი იმუშავა, მაგრამ მისმა გავლენამ გადააჭარბა წლებს და თაობებს; მისი შემოქმედება ჯერ კიდევ შესასწავლია; მისი სივრცის და მასშტაბის გრძნობა -  სრულიად გამორჩეული. მას არ გააჩნია დრო, როგორც ყველა დიდ და მნიშვნელოვან მხატვარს. მისი შემოქმედება ერთგვარი სკოლაა სცენოგრაფებისათვის. იგი პრაქტიკულად ქართული სცენოგრაფიის ფუძემდებლია...

მისთვის არ არსებობდა საზღვრები  - მაშინ, როდესაც ციხესავით ჩაკეტილი  საბჭოთა ქვეყანა სოცრეალიზმს აკანონებდა იგი კონსტრუქტივიზმს ამკვიდრებდა თეატრში. იგი  დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობდა;

 

მასზე კიდევ ბევრი დაიწერება; მისი გამოფენები კვლავ ტრიუფალურად მოივლის სამყაროს; იგი კვლავ და მუდმივად დარჩება დღევანდელი და აქტუალური, როგორც თეატრი; ჩვენ კი გადავწყვიტეთ სწორედ მისი ესკიზებით და მისი მხატვრობის ფრაგმენტებით გავაფორმოთ წლევანდელი ფესტივალის ვიზუალური მასალა და ასე ავღნიშნოთ მისი შემოქმედება;

მომავალში ყოველ წელს თბილისის ფესტივალი ქართველი ხელოვანების  -  „თეატრის ხალხის“ შემოქმედებას წარმოადგენს ყოველ ფესტივალზე სხვადასხვა სახით, წარმოადგენს როგორც ისტორიას, მემკვიდრეობას, რომელიც რჩება ჩვენი ხვალინდელი დღის ყველაზე მნიშვნელოვან პირობად.  

© 2024 All Rights Reserved