en_პერსეფონე (სადაც სიცოცხლეს ვავიწყდები)
- Director: ანასტასია ჭანტურია
- Theatre:თეატრალური კომპანია ჰარაკი
- Hosting Theatre :Theatre company “Haraki”
- Date:
ავტორი: ანასტასია ჭანტურია
რეჟისორი: ანასტასია ჭანტურია
სცენოგრაფია: თამარ ნადირაძე
კოსტიუმების მხატვარი: თინათინ კვინიკაძე
კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: გვანცა ენუქიძე
ხანგრძლივობა: 90 წუთი
ჟანრი: დრამა
მსახიობები: ანასტასია ჭანტურია, გივიკო ბარათაშვილი, ლუკა ჯაფარიძე
პრემიერა შედგა: 12/12/2025
სპექტაკლის შესახებ
პერსეფონე (სადაც სინათლეს ვავიწყდები) არის ანასტასია ჭანტურაიას სადებიუტო, საავტორო ნამუშევარი, რომელიც ეფუძნება კვლევით პროცესს. სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი ქალია, რაც განსაზღვრავს მთელ სპექტაკლს, როგორც გენდერულად მგრძნობიარე დაკვირვებას თანამედროვე სამყაროზე. ავტორი იკვლევს, თუ რა გავლენა აქვს ბავშვობაში მიღებულ გამოცდილებას ემოციურ აღქმასა და ქალად ჩამოყალიბების პროცესში. სპექტაკლი ინტერპრეტაციას უკეთებს ძველი ბერძნული მითოლოგიიდან ცნობილ პერსეფონეს ისტორიას. ამ მითის თანამედროვე გააზრების მცდელობაში გაერთიანებული თემებია: მოულოდნელად წართმეული ბავშვობა, ქალიშვილობა, სექსუალური ძალადობა, შინაგანი ტრანსფორმაცია და საკუთარ თვითმყოფადობაში დაბრუნება. პერსეფონეს მიწისქვეშა დედოფლად გარდაქმნა სპექტაკლში სიმბოლურად ასახავს ქალად შედგომის მტკივნეულ პროცესს, რომელიც ამავდროულად ძალისხმევისა და გადარჩენის გამოცდილებაა.
“ჰარაკი” თეატრალური კომპანიაა, რომელიც 2019 წელს დაარსდა მას ხელმძღვანელობენ რეჟისორი სანდრო კალანდადზე და დრამატურგი მარიამ მეგვინიტე. გუნდის მთავარი სამუშაო პრინციპი კვლევა, პროფესიული განვითარება, კოლაბორაცია და ექსპერიმენტია. დასი შედგება მუდმივი შვიდი წევრისგან და ყველა ნამუშევარი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად იქმნება. გუნდის მიზანია ჩაებას პროცესში, და ამ პროცესის შედეგად შექმნას ნამუშევარი რომელიც თვითშემეცნებას და საზოგადოებასთან ახალი შეხების წერტილების პოვნას ემსახურება. ფიზიკურად თეატრი 2021 წლის 15 მაისს ღვინის ქარხანაში, პეტრიაშვილის #1 ში გაიხსნა. მას შემდეგ რაც ჩვენ გავხსენით ჩვენი კარი საზოგადოებისთვის, სივრცე გახდა ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ თეატრი, იგი გახდა თავშესაფარი მრავალი დამოუკიდებელი პროექტისთვის, დაწყებული პოეზიის კითხვით, მუსიკამდე, ცენზურირებული ფილმების ჩვენებამდე, კომუნალურ შეკრებებზე, წიგნების კითხვაზე, პერფორმანსზე და ა.შ. თეატრი თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარი სახსრებით და ენთუზიაზმით საზრდოობს.
თეატრალური კომპანია ჰარაკი
სამხატვრო ხელმძღვანელი: სანდრო კალანდაძე
თეატრის დირექტორი: მარიამ მეგვინიტე