en_„დარისპანის გასაჭირი“

  • Director: გიორგი სიხარულიძე
  • Theatre:დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
  • Date:

დავით კლდიაშვილი

 

რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე

სცენოგრაფია: თეო კუხიანიძე

კოსტიუმების მხატვარი: თეო კუხიანიძე

ქორეოგრაფი: გელა ფოცხიშვილი

კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება: გიორგი სიხარულიძე

რეჟისორის თანაშემწე: ვახტანგ ამანათიძე

 

ხანგრძლივობა: 80 წუთი (ანტრაქტის გარეშე)

ჟანრი: ტრაგიკომედია

 

მსახიობები: ანანო ლომიძე, დავით ჩიგოვაძე, ანა ბერელიაშვილი, გიორგი გიორგაძე, ანა ბანძელაძე, კონსტანტინე ფოცხვერაშვილოი, ნანუკი მაკრახიძე, ვახტანგ ამანათიძე, გია საგინაშვილი

 

პრემიერა შედგა: 17.06.2026

 

სპექტაკლის შესახებ

დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ ქართული კლასიკური დრამატურგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია, რომელიც იუმორისა და სევდის გამორჩეული სინთეზით გვიყვება ადამიანურ სისუსტეებზე, ოჯახურ ურთიერთობებსა და სოციალური გარემოს გავლენაზე. დღეს ეს პიესა კვლავ აქტუალურია. სოციალური სტატუსის, ეკონომიკური სირთულეების, ოჯახური პასუხისმგებლობებისა და ღირსების შენარჩუნების საკითხები თანამედროვე საზოგადოებაშიც არანაკლებ მწვავედ ჟღერს, რაც კლდიაშვილის ტექსტს დღევანდელ რეალობასთან აახლოებს. რეჟისორი გიორგი სიხარულიძე მაყურებელს ქართული კლასიკის ამ მნიშვნელოვან ტექსტს სრულიად ახალი, მოულოდნელი და თანამედროვე თეატრალური ფორმით სთავაზობს. მისი ინტერპრეტაცია სცილდება ტრადიციული დადგმის ჩარჩოებს და ქმნის სივრცეს, სადაც კლასიკური ტექსტი თანამედროვე თეატრალურ ენას, ვიზუალურ გამომსახველობასა და ახალი თაობის ემოციურ გამოცდილებას ერწყმის. რეჟისორი ცდილობს, მაყურებელმა არა მხოლოდ ისტორიული ეპოქის ამბავი იხილოს, არამედ საკუთარ თავთან, საკუთარ გარემოსთან და დღევანდელ რეალობასთან გაავლოს პარალელები. ეს სპექტაკლი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, თუ რამდენად ცოცხალი და თანამედროვე შეიძლება იყოს ქართული კლასიკა, როდესაც მას ახალი მხატვრული ხედვა და ინტერპრეტაცია ეძლევა. „დარისპანის გასაჭირი“ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ წარსულის ისტორია, არამედ ჩვენი დროის ანარეკლიცაა.

 

ზინაიდა კვერენჩხილაძეის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი დაარსდა 1990 წელს ჯუმბერ კოპალიანის ინიციატივით. იმავე წლის 19 იანვარს ზინაიდა კვერენჩხილაძის ხელმძღვანელობით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით ქალაქ დმანისში შედგა პირველი სპექტაკლის პრემიერა ,,ჩემო კალამო“. რეჟისორი: თემურ ჩხეიძე. თეატრს წლების მანძილზე უანგაროდ ემსახურებოდნენ გამოჩენილი ქართველი მსახიობები: ზინაიდა კვერენჩხილაძე, გოგი ხარაბაძე, აკაკი ხიდაშელი, დავით დვალიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ჩუგუაშვილი, კარლო საკანდელიძე, სოსო ხაინდრავა, გია ჯაფარიძე, ზურა ცინცქილაძე, ედიშერ მაღალაშვილი და გოგი გეგეჭკორი, რომელმაც 2003 წელს 80 წლის ასაკში უკანასკნელი როლი შეასრულა დმანისის თეატრის სცენაზე. სხვადასხვა ეტაპზე თეატრს ხელმძღვანელობდნენ: ზინაიდა კვერენჩხილაძე, ჯუმბერ კოპალიანი, ნანა ბოკუცავა, მაისო სუბელიანი, კოტე მჟავია, ლაშა ჩხვიმიანი. 2022 წლის მარტიდან თეატრს ხელმძღვანელობს გიორგი სიხარულიძე პირველ მუდმივმოქმედ დასთან ერთად. ამ პერიოდის განმავლობაში დაიდგა არაერთი სპეტქკლი და ასევე რამდენიმე კოპროდუქცია სხვა თეატრებთან ერთად. თეატრის ახალი შემოქმედებითი ჯგუფი აქტიურად განაგრძობს მუშაობას. დმანისის თეატრის სარეპერტუარო სპექტაკლებია: "სისხლიანი ქორწილი", "ხალდე", "სტუმარ-მასპინძელი", "ძაღლის გული", "ჩემო კალამო", "თორმეტი განრისხებული მამაკაცი", "სულიკო", "სავანე" და ა.შ.

 

© 2026 All Rights Reserved