en_”ჩემი ჰამლეტი“
- Director: ბესო კუპრეიშვილი
- Theatre:თემურ ჩხეიძის სახელობის მცირე სცენა
- Hosting Theatre :Temur Chkheidze Small Stage
- Date:
უილიამ შექსპირი
ადაპტირება: გოდერძი ტოტოჩავა, ბესიკ კუპრეიშვილი
რეჟისორი: ბესო კუპრეიშვილი
მხატვარი: ვახტანგ ქორიძე, მაია სულხანიშვილი
კომპოზიტორი: იოსებ ბარდანაშვილი
მუს. გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილი
ქორქოგრაფი: გია მარღანია
ტექ. რეჟისორი: თინათინ სირბილაძზე
ხანგრძლივობა 100 წუთი, ანტრაქტის გარეშე.
მონაწილეობენ:
დამლაგებელი, ჰამლეტი: ქეთი ცხაკაია.
მათოჯინეები: მაია სულხანიშვილი, ლილე ფილფანი,
სალომე გელენიძე, თამთა მერაბიშვილი,
ანა ზასლავსკა, კატო ჯაფარიძე,
ნიკოლოზ შაბურიშვილი, გიორგი ჭკუასელი,
ზაალ კაკაბაძე.
სპექტაკლის შესახებ
ქეთი რომლის ოცნება იყო ესწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში სადაც დაიწუნეს და ვერ ჩააბარა.
დამლაგებლად იწყებს მუშაობას თეატრში, რომ იყოს თეატრალურ გარემოში, საგრიმიორო ოთახის დალაგების დროს შემთხვევით აღმოაჩენს შექსპირის წიგნს „ჰამლეტი“, იწყებს წიგნიდან ციტასტების ციტირებას და შედის ჰამლეტის როლში და იწყებს თამაშს.
98-ე თეატრალური სეზონის გახსნას მარჯანიშვილის თეატრი განსაკუთრებული შემოქმედებითი ენერგიითა და განახლებული ხედვით ხვდება. თეატრი, რომელიც თითქმის ერთი საუკუნეა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენს, დღემდე ერთგულად აგრძელებს მისი დამაარსებლის — კოტე მარჯანიშვილი — მიერ შექმნილ ტრადიციას და მუდმივად ეძებს ახალ მხატვრულ ფორმებს, თანამედროვე სათქმელსა და მაყურებელთან დიალოგის ახალ გზებს.
ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით, ინტელექტუალური და მაყურებელზე ორიენტირებული რეპერტუარით, მარჯანიშვილის თეატრმა წლების განმავლობაში დაიმკვიდრა „საზოგადოებრივი თეატრის“ — სოციალური თეატრის — სახელი. ეს არის სივრცე, სადაც თეატრი მხოლოდ ხელოვნებას არ ემსახურება — ის საზოგადოებასთან საუბრის, კრიტიკული აზროვნების, ემოციური თანაზიარობისა და კულტურული მეხსიერების მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
მარჯანიშვილის თეატრი საქართველოს კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთი წამყვანი თეატრის სტატუსს. სწორედ აქ იქმნებოდა და იქმნება ეპოქალური სპექტაკლები, რომლებიც ქართული თეატრის ისტორიას განსაზღვრავს.
1928-1933 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თავად კოტე მარჯანიშვილი იყო — რეჟისორი, რომელმაც ქართულ თეატრალურ აზროვნებას სრულიად ახალი მიმართულება მისცა. მოგვიანებით თეატრს სათავეში ედგნენ გამორჩეული თეატრალური მოღვაწეები: ვასილ ყუშიტაშვილი, არჩილ ჩხარტიშვილი, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, გიგა ლორთქიფანიძე და თემურ ჩხეიძე — ადამიანები, რომლებმაც მარჯანიშვილის თეატრის ისტორია განსაკუთრებული შემოქმედებითი ეპოქებით გაამდიდრეს.
2006-2022 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო რეჟისორი ლევან წულაძე, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდშიც თეატრმა თანამედროვე ესთეტიკა, ახალი თეატრალური ენა და გამორჩეული მხატვრული ხედვა შეიძინა. დღეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია რეჟისორი და პედაგოგი გიორგი მარგველაშვილი.
მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობენ საქართველოს გამორჩეული მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები და კომპოზიტორები — პროფესიონალთა გუნდი, რომელიც თეატრის მუდმივ განვითარებას, აქტუალურობასა და წარმატებას განაპირობებს. ყოველი პრემიერა მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თბილისის თეატრალურ ცხოვრებაში.
თეატრის საქმიანობა მხოლოდ სცენური ხელოვნებით არ შემოიფარგლება. მარჯანიშვილის თეატრი აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო, სოციალური და საერთაშორისო კულტურული პროექტების განხორციელებაში.
2015 წლიდან თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრალური კონვენციის — European Theatre Convention (ETC) — სრულუფლებიანი წევრია. აღნიშნული წევრობა ევროპული თეატრების დიდ ოჯახში ინტეგრაციას, საერთაშორისო თანამშრომლობას, ერთობლივი პროდუქციის შექმნასა და ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობას გულისხმობს.
თეატრის მნიშვნელობას საერთაშორისო მედიის შეფასებაც ადასტურებს. თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერდა:
„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ერთ-ერთ ყველაზე სანატრელ პროფესიად უნდა მივიჩნიოთ.“
მარჯანიშვილის თეატრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ პასუხისმგებლობას. თეატრი მუდმივად მასპინძლობს და უფასო ბილეთებს გადასცემს დევნილებს, ომისა და შრომის ვეტერანებს, ყოფილ პატიმრებსა და მათ ოჯახებს, მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და ხანდაზმულებს, ასევე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს.
საგანმანათლებლო პროექტები
2013 წლიდან თეატრი ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს — „ერთი საათი თეატრში“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები და სტუდენტები ეცნობიან თეატრის ისტორიას, უნიკალურ საარქივო მასალებსა და მუზეუმში დაცულ ექსპონატებს.
საერთაშორისო თანამშრომლობა
„შემოქმედებითი ევროპის“ კულტურის ქვეპროგრამის 2015 წლის კონკურსის ფარგლებში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ევროპის თეატრალურ კონვენციასთან თანამშრომლობით, დაფინანსება მოიპოვა საერთაშორისო პროექტისთვის — „ევროპის თეატრალური ლაბორატორია: თეატრი ხვდება ციფრულ ტექნოლოგიას“.
თეატრს აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს დიდ ბრიტანეთთან, მაკედონიასთან, საბერძნეთთან, პოლონეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან და იტალიასთან.
თეატრის შესახებ
თეატრს აქვს ორი სცენა — დიდი სცენა და თემურ ჩხეიძის სახელობის მცირე სცენა
თეატრი აერთიანებს მუდმივ დასსა და მოწვეულ მსახიობებს
თეატრალური სეზონი გრძელდება სექტემბრიდან ივნისამდე
წლის განმავლობაში თეატრი ახორციელებს 6-7 საერთაშორისო გასტროლსა და 10-ზე მეტ ტურნეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში
სეზონის განმავლობაში თეატრს საშუალოდ 39 422 მაყურებელი სტუმრობს
სეზონის განმავლობაში იმართება 374 სპექტაკლი
წარმოდგენები ტარდება ყოველდღე, ორშაბათის გარდა
დიდი სცენა გათვლილია 436 მაყურებელზე
თემურ ჩხეიძის სახელობის მცირე სცენა 102 მაყურებელს იტევს