en_ბაკულას ღორები

  • Director: სოფიო ქელბაქიანი
  • Theatre:ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
  • Date:

ავტორი: დავით კლდიაშვილი

 

რეჟისორი: სოფიო ქელბაქიანი

სცენოგრაფი: ავთო მოდებაძე

კოსტიუმების მხატვარი: ავთო მოდებაძე

ქორეოგრაფი: ირინა კუპრავა/ კობა დარახველიძე

კომპოზიტორი/მუსიკალური გამფორმებელი: თამარ ფუტკარაძე-ლაშხი

რეჟისორის ასისტენტი: მაია მებონია

 

ხანგრძლივობა: 80 წუთი
ჟანრი: ტრაგიკული კომედია

 

მსახიობები:

გალაქტიონი - ჯანო იზორია
შაშა - გენადი შონია
ვასილ ვივანიჩი - გიორგი სურმავა
ზენათი - თამარ აბშილავა
პატია - ანიკო შურღაია
ქორო: რამინ კილასონია, თემურ გოგინავა, მარტინ ღამბარაშვილი

 

პრემიერა შედგა: 26/06/2026

 

სპექტაკლის შესახებ

დავით კლდიაშვილისბაკულას ღორებიერთი შეხედვით ყოფითი კომედიაა, თუმცა მისი იუმორის მიღმა ადამიანის ბუნების მტკივნეული სურათი იკვეთება. პიესა გვაჩვენებს, როგორ შეუძლია შიშსა და სიღარიბეს, ძალაუფლების წინაშე უძლურების განცდის გაღვივება. სწორედ ამიტომ ეს ნაწარმოები სამწუხაროდ დღესაც აქტუალურია - იგი არა მხოლოდ კონკრეტულ ეპოქაზე, არამედ მუდმივ საფრთხეზე გვესაუბრება, იმ საფრთხეზე როდესაც ადამიანი თავისუფლებას მორჩილებაზე ცვლის.საფრთხეების გადააზრება კი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.      “ბაკულას ღორები“- ამ ინტერპრეტაციის მიხედვით დადგმული სპექტაკლი მოგვითხრობს ჩაგვრისა და მორჩილების იმ წრეზე, რომელშიც ადამიანი ჯერ კარგავს ღირსებას, შემდეგ ხმას და წინააღმდეგობის უნარს. კლდიაშვილის იუმორისა და სატირის მიღმა სპექტაკლი სვამს კითხვას: რა მომენტში წყვეტს ადამიანი წინააღმდეგობას და როდის იწყებს საკუთარი დამონების გამართლებას.

 

პრესა

დავით კლდიაშვილისბაკულას ღორებისთანამედროვე ინტერპრეტაცია იუმორისა და სატირის მიღმა ადამიანის თავისუფლების, ღირსებისა და მორჩილების თემებს იკვლევს. სპექტაკლი გვიჩვენებს, როგორ აქცევს შიში, სიღარიბე და ძალაუფლების წინაშე უძლურება ადამიანს საკუთარი დამონების თანამონაწილედ. ეს არის ისტორია ჩაგვრის იმ წრეზე, რომელშიც ადამიანი თანდათან კარგავს ხმას, წინააღმდეგობის უნარსა და ღირსებას. დადგმა მაყურებელს მნიშვნელოვან კითხვას უსვამს: რა მომენტში ვწყვეტთ წინააღმდეგობას და როდის ვიწყებთ საკუთარი მორჩილების გამართლებას? „ბაკულას ღორებიდღესაც აქტუალურ თემებზე გვაფიქრებს და გვახსენებს თავისუფლების ფასს.

 

 

 

 

ფოთის თეატრალური ცხოვრება 1882 წლის 17 თებერვალს დაიწყო, ხოლო 1925 წლის 29 ოქტომბერს საზოგადო მოღვაწემ იუზა ზარდალიშვილმა დააარსა ფოთის დრამატული თეატრი. 1936 წლის 11 ნოემბერს თეატრის ახალ სცენაზე გაიმართა პირველი საპრემიერო წარმოდგენა. ვეკელისშამილი“. 1963 წელს თეატრს ვალერიან გუნიას სახელი მიენიჭა, ხოლო 1982 წელს მან არსებობის 100 წლის იუბილე აღნიშნა. წლების განმავლობაში თეატრი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს წამყვან რეჟისორებთან, რამაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა მისი რეპერტუარი. 2007 წლიდან თეატრი ევროპის თეატრების საერთაშორისო ქსელის წევრია, ხოლო 2008 წლიდანსაქართველოს რეგიონული თეატრების ქსელის წევრი. იგი რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებსა და კულტურულ პროექტებში. ფოთის თეატრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერას, სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და ახალი თაობის მსახიობების აღზრდას. თეატრი ასევე ახორციელებს ინკლუზიურ პროგრამებს და პარტნიორების მხარდაჭერით ყოველწლიურად დგამს სპექტაკლებს, რომლებშიც შშმ პირები მონაწილეობენ. თეატრი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მასპინძლობს ფოთის რეგიონულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, რომელიც დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თეატრალურ ფორუმად ჩამოყალიბდა. დღეს ფოთის თეატრი არა მხოლოდ თეატრალური, არამედ კულტურული ცენტრიცაა, სადაც იმართება გამოფენები, კინოჩვენებები, შემოქმედებითი შეხვედრები და სხვა ღონისძიებები. მისი საქმიანობა დადებითად ფასდება როგორც მაყურებლების, ისე კრიტიკოსების მიერ, ხოლო თეატრს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება.

 

© 2026 All Rights Reserved