en_ალუდა

  • Director: ნანუკა ხუსკივაძე
  • Theatre:თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
  • Date:

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი საქართველოს უძველეს თეატრად ითვლება, რომლის ისტორიაც მჭირდოდ არის დაგაკვშირებული მეფე ერეკლე მეორის სახელთან და მისი ეპოქის დრამატულ მოვლენებთან. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული თელავში სისტემატიურად იმართება წარმოდგენები, თეატრალური ცხოვრება საზოგადოების განათლებისა და განვითარების ქვაკუთხედად იქცევა. ეპოქის ცვილიებასთან ერთად იცვლება თელავის თეატრიც, მაგრამ მისი როლი და მნიშვნელობა ქალაქისა და ქვეყნისათვის უცვლელი რჩებოდა-იგი კულტურული ცხოვრების კერაა, რომელმაც ქართველი მაყურებელი უძველსი ფესვის მქონე სცენიურ ხელოვნებას უნდა აზიაროს. თელავის თეატრის არსებობის გზაზე გამოჩნდება ისეთი სახელები როგორიცა არის: გაბრიელ მაიორი, დავით ალექსი- მესხიშვილი, მაჩაბელა.. კრწანისის ტრაგედია 55 წლით დაადუმებს თელავის თეატრს, მაგრამ დამდგარი გამოღვიძების შემდგომ, კულტურის ეს კერა უწყვეტ განვითარების გზას დაადგება. 1866 წელს თელავის თეატრში გიორგი ერისთავისგაყრადაიდგმება. დროთა განმავლობაში ყალიბდება მუდმივი დასი. XIX საუკუნე ახალ სუნთქვას შთაბერავს თელავის თეატრალურ ცხოვრებას. მას ისეთი სახელები დაუკავშირდებიან, როგორებიცაა: ბარბარე ჯორჯაძე, ლადო მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, ალექსანდრე ყაზბეგი. ევროპული განათლების იმდროინდელი ტენდენციები კახეთის დედაქალაქზეც ახდენს გავლენას, ითარგმენბა პიესები. XX საუკუნის დასაწყისი თელავის თეატრის სცენაზე უკვე შექსპირისოტელო“-სა დაჭირვეულის მორჯულებისგენიალურობით შემოაბიჯებს. თელავის თეატრის ბაზაზე ყალიბდება მოყვარულ მუსიკოსთა ორკესტრიც. 1931 წელს თელავის თეატრს სახელმწიფო სტატუსი ენიჭება. დროთა განმავლობაში, თელავის თეატრი არაერთი ნიჭიერი შემოქმედის ასპარეზი გახდება, მის სცენაზე ნათამაშევი სპექტაკლები შორს გაუთქვამს სახელს როგორც მსახიობებს, ასევე რეჟისორებსაც.

თეატრის დირექტორი: ზაქარია რაზმაძე

სამხატვრო ხელმძღვანელი: ნანა ხუსკივაძე

საკონტაქტო პირი: სოფიო არსენიშვილი ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი

საკონტაქტო ინფორმაცია: +995 599580480, sophio.arsenishvili@tesau.edu.ge

© 2026 All Rights Reserved