თოლია

  • რეჟისორი: დავით დოიაშვილი
  • თეატრი:თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრი
  • მასპინძელი თეატრი:თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრი
  • თარიღი:
    • 1 ოქტომბერი - 19:00 სთ,
    • 2 ოქტომბერი - 19:00 სთ,

ანტონ ჩეხოვი

თოლია

რეჟისორი - დავით დოიაშვილი
სცენოგრაფია  - გიორგი უსტიაშვილი
კოსტიუმების მხატვარი - ანანო მოსიძე
ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება  - გიორგი შამანაური ,  ნინა სუბლატი
რეჟისორის თანაშემწე - ნინო ჭავჭავაძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ირინა არკადინა  -  ბუბა გოგორიშვილი
კონსტანტინ ტრეპლევი  - გივიკო ბარათაშვილი
პეტრ სორინი  - ალექსანდრე ბეგალიშვილი
ბორის ტრიგორინი  - დავით ბეშიტაიშვილი
ნინა ზარეჩნაია  - ტასო ჭანტურაია
ევგენი დორნი  - ტატო ჩახუნაშვილი
ილია შამრაევი  - ბადრი ბეგალიშვილი
პოლინა ანდრეევნა  - ნანა ბუთხუზი
მაშა  - ნანკა კალატოზიშვილი
სემიონ მედვედენკო  - დევი ბიბილეიშვილი

 

სპექტაკლის შესახებ:

...როცა სიყვარულს ვერ გრძნობ, ან აუფასურებ, ან უნებურად უარყოფ, ან ნებით კლავ მას, 
რადგან შეუპყრიხარ უიმედობას, 
ამპარტავნებას, უნდობლობას!..
როცა,  არეული გაქვს საკუთარი გრძნობების, ემოციების, საქციელების, 
სურვილების კრიალოსანი!..
როცა,  ბუნებრივ მოთხოვნილებებს, მხოლოდ პირით მოისაქმებ და არ გაინტერესებს, 
ვის სივრცეს ანაგვიანებ!..
როცა ხელოვნება შენთვის ნიჰილიზმზე, სისხლზე, ილუსტრაციაზე, მშრალ რეალობაზე გადის და არ არის სულის ნამდვილი თავშესაფარი!..
როცა, მსოფლიო სულიც, შენთვის, მხოლოდ ერთ პატარა თოლიაში მოქცეულა, 
რომელსაც, უტიფრად, 
შენივე სახელს არქმევ!..
როცა ღალატობ შენს იდეალებს, პრინციპებს, საკუთარ თავს, 
ხდები უსუსური და 
გამოსავალს გაქცევაში ხედავ -
ბუნებრივია, ჰო, ლოგიკურია - ჩამოხსნა და გამოკრა ხელი რკინის ცივ ჩახმახს და 
ცხელი ტყვია შეუშვა საკუთარ სხეულში,
იმ იმედით, რომ იქნებ - 
ამ ტყვიის სიმხურვალემ გაათბოს, 
გააცოცხლოს,
აანთოს შენი -
სიყვარულისგან და 
არა სისხლისგან დაწრეტილი, დაცლილი გვამი!..

 

პრემიერის თარიღი:  17.06. 2022  
ხანგრძლივობა:  220 წუთი, ორი მოქმედება შესვენებით
საგასტროლო ჯგუფი:  25 ადამიანი

თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი 1926 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში თეატრის რეპერტუარი შედგებოდა მხოლოდ   მუსიკალური კომედიებისაგან. ამ თეატრში მოღვაწეობდნენ  გამოჩენილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, კომპოზიტორები, დრამატურგები, მხატვრები, ქორეოგრაფები. თეატრის პოპულარობა  სწრაფად იზრდებოდა და ის ქართული თეატრალური და მუსიკალური კულტურის უმნიშვენელოვანეს  ნაწილს წარმოადგენდა.

2004 წლიდან, მას შემდეგ რაც თეატრის სამხატვრო ხელმღვანელი   დავით დოიაშვილი გახდა,  ჩატარდა რეფორმები და შეიქმნა სინთეზური ხასიათის თეატრი, რომელმაც თავის რეპერტუარში ჩართო სხვადასხვა რადიკალურად განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები: დრამა, კომედია, მიუზიკლი, მუსიკალური დრამა, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული სპექტაკლები. 

ეს არის თეატრი,  რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან დრამატურგიაზე, ახალგაზრდა ნიჭიერ რეჟისორებზე და თავად ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის შემოქმედებაზე და სურვილზე გვესაუბროს ხელოვნების ენით, ცვალოს ფორმები, იფიქროს შერეული ხერხებით, ოსტატურად ამუშაოს მსახიობები. სწორედ ამ მიზეზით მუსიკისა და დრამის თეატრი  ერთ-ერთი ინოვატორული და წარმატებული თეატრია ჩვენს ქვეყანაში. მუდმივად იზრდება მისი პოპულარობა,  მნიშვნელოვანი ჯილდოებისა და პრიზების რაოდენობა, ასევე მისი საერთაშორისო აღიარება და სახელი.

2021 წელს  თეატრისთვის მნიშველოვანი ეტაპი დაიწყო.  

მუსიკისა და დრამის თეატრმა ახალ შენობაში განახლებული სახელწოდებით  ,,ახალი თეატრი“ დაიწყო  ფუნქციონირება.  ევროპული სტანდარტების მოთხოვნით აღჭურვილი სივრცე მაყურებლისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - დავით დოიაშვილი
საკონტაქტო პირი - ანა ჯავახიშვილი (სოციალური მედია მენეჯერი) 
ტელ: +995 599730607
E-mail: newtheatrege@gmail.com   

ფოტო გალერეა

© 2022 All Rights Reserved