
თეატრის მსახური
- რეჟისორი: ლევან წულაძე
- თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
- მასპინძელი თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
- თარიღი:
- 24 სექტემბერი - 20:00 სთ,
რონალდ ჰარვუდი
თარგმანი ნინო კანტიძის
დამდგმელი რეჟისორი - ლევან წულაძე
რეჟისორის ასისტენტი - თემო კუპრავა
სცენოგრაფია ლევან წულაძის
კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი
რეჟისორის თანაშემწე - ნინო კალანდაძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ნორმანი, ჩამცმელი - ნიკოლოზ თავაძე
სერ ჯონი, მსახიობი - ბესო ბარათაშვილი
მილედი, მსახიობი ქალი - ეკა ნიჟარაძე
მეჯი, რეჟისორის თანაშემწე - ნანი ჩიქვინიძე
ირენი, დამწყები მსახიობი - თეონა ქოქრაშვილი
ჯეფრი, მსახიობი - ზაზა სალაია
ჩარლზ კოლფილდი, მსახიობი - თემურ ქამხაძე
მარგარეტ ჰეისი, მოლარე - ნინო წულაძე
ოქსენბი, მსახიობი - ნოდარ დოღონაძე
სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლში მოქმედება ომის დროინდელ თეატრში ვითარდება. ეს არის ამბავი ადამიანებზე, რომლებიც ურთულეს პერიოდში საკუთარი სიცოცხლის ფასად არ ტოვებენ თეატრს. თეატრის ერთგული მსახურნი თავგანწირვით გამოხატავენ პროტესტს დაუნდობელი ომის მიმართ და სანამ მათი მეგობრები და კოლეგები ფრონტის ხაზზე იღუპებიან, თავდადებით იცავენ მთავარს, პროფესიას, რომლის გარეშეც მათი ცხოვრება არ არსებობს.
პრემიერა შედგა 2023 წლის, 20 მაისს
ხანგრძლივობა: 150 წუთი, ერთი შესვენებით
1928 წელს დიდმა ქართველმა რეჟისორმა და რეფორმატორმა კოტე მარჯანიშვილმა მეორე ქართული სახელმწიფო თეატრი შექმნა. მას შემდეგ 90 წლის განმავლობაში თეატრი განაგრძობს მისი დამაარსებლის კოტე მარჯანიშვილის ტრადიციების დაცვას, სწორედ ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით, ხარისხზე ორიენტირებული რეპერტუარით ახერხებს „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელის დამკვიდრებას. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია. მარჯანიშვილის თეატრი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს.
2006 წლიდან დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამედროვე თეატრის გამორჩეული რეჟისორი ლევან წულაძეა. სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად თეატრის წარმატებას განსაზღვრავს საუკეთესო მსახიობთა დასი, რეჟისორები, მხატვრები, კომპოზიტორები, ეს ის გუნდია, რომელიც 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გამოწვევებთან ერთად მუდმივი ექსპერიმენტების და განახლების ძიებაშია.
თეატრი სეზონის განმავლობაში საშუალოდ 7-10 ახალ სპექტაკლს დგამს. რეპერტუარში სხვადასხვა თაობის რეჟისორების მიერ დაგმული 30-ზე მეტი სპექტაკლია. ვთამაშობთ მსოფლიო და ქართულ კლასიკურ დრამატურურგიას, ამასთანავე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამედროვე ავტორებს და ტექსტებს.
თეატრი სეზონის განმავლობაში 50 000-ზე მეტ მაყურებელს მასპინძლობს, რომლის უმეტესობაც ახალგაზრდა თაობაა.
მარჯანიშვილის თეატრის ცხოვრება მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა. მარჯანიშვილის თეატრი თანამედროვე პოეტებისა და მწერლების მუდმივი თავშეყრის ადგილია, ვმასპინძლობთ ლიტერატურულ- საგანმანათლებლო საღამოებს, თანამედროვე დრამატურგების პიესების კითხვას, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებს.
თეატრის საგასტროლო რუკა თითქმის ყველა კონტინენტს მოიცავს, ყოველწლიურად სტუმრობს ყველა დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალს.
ვანხორციელებთ ერთობლივ დადგმებს და პროექტებს: დიდ ბრიტანეთთან, იტალიასთან, გერმანიასთან, პოლონეთთან, საბერძნეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, მაკედონიასთან.
2015 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრალური კონვენციის – ETC-ის წევრია.
თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ გაზეთი გარდიანი წერს:
„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ.“
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ლევან წულაძე
მენეჯერი: ეკატერინე მაზმიშვილი
ტელ: (+995) 577516850
E-mail:eka@tbilisiinternational.com
www.marjanishvili.com