სამს პლუს სამი

  • რეჟისორი: იოანე (ვანო) ხუციშცილი
  • თეატრი:ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
  • მასპინძელი თეატრი:მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
  • თარიღი:
    • 28 სექტემბერი - 20:00 სთ,

რეჟისორი: იოანე (ვანო) ხუციშცილი
სცენოგრაფია: თეო კუხიანიძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება: გიორგი ჯიქია 
რეჟისორის თანაშემწე: მაკა მამულაიშვილი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ბაუკი (ბაკო) - თამარ მდინარაძე
ჩეტი - ციცინო ბუცხრიკიძე 
ჯოჯი - შორენა გვეტაძე 
გვეძი - ვახტანგ ჩხარტიშვილი 
დორე - ნიკა ძნელაძე

სპექტაკლის შესახებ: 
როგორ უცნაურად, თანამედროვედ და მტკივნეულად ამოტრიალდა დღეს გასული საუკუნის 90-იანი წლების ფსიქოსომატიკა, პრობლემები, სისასტიკე, სიშლეგე, სიყვარულის დაკარგვის და შეუძლებლობის რითმა... მანანა დოიაშვილის პიესიდან “3+3” რამდენი რამის ამოწევა შეძლო რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა ტრავმირებული ფსიქიკის ბნელი კუნჭულებიდან!! 

პრემიერის თარიღი - 17 მაისი, 2021 წ.
ხანგრძლოვობა - 90 წუთი, შესვენების გარეშე

„ოზურგეთში წარმოდგენა მომხდარა იქაური შკოლის შესაწევნად...“ - გაზეთი „დროება“ , # 10, 1868 წ. _ ამ ინფორმაციით იწყება განახლებული ოზურგეთის თეატრის ისტორია.

1895 წელს თეატრს სათავეში ჩაუდგა ალექსანდრე წუწუნავა, პირველი ქართველი პროფესიონალი რეჟისორი და ქართული კინოს ფუძემდებელი.

თეატრის „ოქროს ხანა იყო“ მე-20 საუკუნის 60 და 80-იანი წლები: გასტროლები მოსკოვის სამხატვრო თეატრში, უნგრეთში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რეზონანსული დეკადები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

1968 და 1988 წლებში აღინიშნა თეატრის 100 და 120 წლის მასშტაბური იუბილეები.

2014 წლის გასტროლი ლიეტუვაში აღიარებული იქნა თეატრის ევროპაში დაბრუნების სიმბოლოდ.

თეატრი მონაწილეობს - უკრაინის, საბერძნეთის, ბულგარეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს საერთაშორისო ფესტივალებში.

2016 წლიდან თეატრი ორ  წელიწადში ერთხელ ატარებს ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელობის  საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს. 2018 წელს აღინიშნა თეატრის 150 წლის იუბილე და გაიხსნა თეატრის ვარსკვლავი.

საკონტაქტო პირი და თანამდებობა - ვასილ ჩიგოგიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი:  599 578909
ელ-ფოსტა:   theatreozurgeti@gmail.com 
ვებგვერდი: https://ozurgetisteatri.ge/
facebook: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი -Ozurgeti State Drama Theatre
https://www.facebook.com/ozurgetis.s.teatri/

ფოტო გალერეა

© 2022 All Rights Reserved