ოტელო

  • რეჟისორი: ლევან წულაძე
  • თეატრი:თეატრი სახელოსნო 42
  • მასპინძელი თეატრი:თეატრი სახელოსნო 42
  • თარიღი:
    • 25 სექტემბერი - 20:00 სთ,
    • 26 სექტემბერი - 20:00 სთ,
    • 27 სექტემბერი - 20:00 სთ,

უილიამ შექსპირი

 

რეჟისორი - ლევან წულაძე

რეჟისორის ასისტენტი - თემო კუპრავა

კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე

ქორეოგრაფი - თინათინ წულაძე

მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი
გამოყენებულია -  ATEQ - THINGS HAPPEN AFTER BIRTH / BASSIANI PODCAST 60

ვიდეო ინსტალაცია - დათა დვალიშვილი

ტექნიკური რეჟისორი - ქეთევან კანტიძე

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ოტელო - ნიკა კუჭავა

იაგო - პაატა პაპუაშვილი

დეზდემონა - ანუკა გრიგოლია

კასიო - ანდრია გველესიანი

ემილია - ანა ვასაძე

ბიანკა - მარიამ ღვინიანიძე

როდრიგო - ნიკოლოზ ბაქრაძე

მონტანო - გიორგი გრძელიძე

 

სპექტაკლის შესახებ: 

ოტელო - სიყვარული ომის შემდეგ.  

ომი არამხოლოდ სამყაროს  დამანგრეველი ძალაა,  არამედ ადამიანების   დაშლის მდგომარეობა, ომიდან ადამიანები სახლში ბრუნდებიან, ცოცხალია მათი მეხსიერებაც. მკვლელობა დანაშაული აღარ არის, როდესაც თავად ფსიქოლოგიურად შეცვლილები ბრუნდებიან.  ვნება, სიყვარული,  უკეთესი მომავლის იმედი? თუ  ეჭვისა და  შურისძიების გზების ძიება.

 

პრემიერა შედგება: 2023 წლის 25 სექტემბერს

ხანგრძლივობა: 120 წუთი, ერთი შესვენებით

თეატრი სახელოსნო  42 -   ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და  მდებარეობს დიდუბეში,  თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში.   სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.  თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით -  კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ  განვითარებაში.  

თეატრის კარი დილიდანვე ღიაა სტუმრისათვის - ჩვენი ცხოვრება მხოლოდ საღამოს სპექტაკლებით არ შემოიფარგლება  - თეატრი სახელოსნო  264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანამანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია საკმაოდ მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით. 

 

 

© 2023 All Rights Reserved