ოიდიპოს მეფე

  • რეჟისორი: დავით დოიაშვილი
  • თეატრი:თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრი
  • მასპინძელი თეატრი:თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრი
  • თარიღი:
    • 29 სექტემბერი - 19:00 სთ,
    • 30 სექტემბერი - 20:00 სთ,

სოფოკლე
ოიდიპოს მეფე


რეჟისორი - დავით დოიაშვილი
სცენოგრაფია  - ანა ნინუა
კოსტიუმების მხატვარი - ანანო მოსიძე
ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება  - ალექსანდრე კოზმანაშვილი
რეჟისორის თანაშემწე - ნინო ჭავჭავაძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ოიდიპოსი - კახა კინწურაშვილი
იოკასტე - ნინო კასრაძე
ტირეზია - მარინა ჯოხაძე
კრეონი - დავით ბეშიტაიშვილი
კორინთელი მოამბე - ტატო ჩახუნაშვილი
ლაიოსის მწყემსი - არჩილ სოლოღაშვილი
ანტიგონე -  დარო დოიაშვილი

ქორო: ნატა ბერეჟიანი; ანა ქურთუბაძე; გიგი ქარსელაძე; ლევან კახელი; გიორგი ტორიაშვილი

სპექტაკლის შესახებ:

წინასწარმეტყველების გარეშეც, 
თუ ჩვენ ყოველდღე გავაცნობიერებთ, 
როგორ ვკლავთ ჩვენსავე მამებს და ვქორწინდებით საკუთარ დედებზე, 
მაშინ აღარ იქნება მითიური  
სოფოკლეს ,,ოიდიპოსი“ !
ის აღარც ტრაგედია იქნება და 
გახდება ჩვენი ყოველდღიურობის გარდაუვალი ბედისწერა, 
რომლის შეცვლასაც მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ გავითვალისწინებთ, 
რომ ჩვენ გვყავს შვილები და ერთ დღეს , 
ისინიც, ჩვენ ან ……! ან .......! 

 

პრემიერის თარიღი:  07.10. 2021  
ხანგრძლივობა:  140  წთ,  შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი:  25 ადამიანი

თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი 1926 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში თეატრის რეპერტუარი შედგებოდა მხოლოდ   მუსიკალური კომედიებისაგან. ამ თეატრში მოღვაწეობდნენ  გამოჩენილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, კომპოზიტორები, დრამატურგები, მხატვრები, ქორეოგრაფები. თეატრის პოპულარობა  სწრაფად იზრდებოდა და ის ქართული თეატრალური და მუსიკალური კულტურის უმნიშვენელოვანეს  ნაწილს წარმოადგენდა.

2004 წლიდან, მას შემდეგ რაც თეატრის სამხატვრო ხელმღვანელი   დავით დოიაშვილი გახდა,  ჩატარდა რეფორმები და შეიქმნა სინთეზური ხასიათის თეატრი, რომელმაც თავის რეპერტუარში ჩართო სხვადასხვა რადიკალურად განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები: დრამა, კომედია, მიუზიკლი, მუსიკალური დრამა, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული სპექტაკლები. 

ეს არის თეატრი,  რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან დრამატურგიაზე, ახალგაზრდა ნიჭიერ რეჟისორებზე და თავად ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის შემოქმედებაზე და სურვილზე გვესაუბროს ხელოვნების ენით, ცვალოს ფორმები, იფიქროს შერეული ხერხებით, ოსტატურად ამუშაოს მსახიობები. სწორედ ამ მიზეზით მუსიკისა და დრამის თეატრი  ერთ-ერთი ინოვატორული და წარმატებული თეატრია ჩვენს ქვეყანაში. მუდმივად იზრდება მისი პოპულარობა,  მნიშვნელოვანი ჯილდოებისა და პრიზების რაოდენობა, ასევე მისი საერთაშორისო აღიარება და სახელი.

2021 წელს  თეატრისთვის მნიშველოვანი ეტაპი დაიწყო.  

მუსიკისა და დრამის თეატრმა ახალ შენობაში განახლებული სახელწოდებით  ,,ახალი თეატრი“ დაიწყო  ფუნქციონირება.  ევროპული სტანდარტების მოთხოვნით აღჭურვილი სივრცე მაყურებლისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდა . 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - დავით დოიაშვილი
საკონტაქტო პირი - ანა ჯავახიშვილი (სოციალური მედია მენეჯერი) 
ტელ: +995 599730607
E-mail: newtheatrege@gmail.com   

ფოტო გალერეა

© 2022 All Rights Reserved