მკვდარი ძაღლები

  • რეჟისორი: დავით ხორბალაძე
  • თეატრი:სამეფო უბნის თეატრი
  • მასპინძელი თეატრი:სამეფო უბნის თეატრი
  • თარიღი:
    • 1 ოქტომბერი - 17:00 სთ,
    • 2 ოქტომბერი - 20:00 სთ,

იუნ ფოსე

რეჟისორი - დავით ხორბალაძე
სცენოგრაფია  თამრი ოხიკიანის
კოსტიუმების მხატვარი - თამრი ოხიკიანი
კომპოზიტორი - დავით ხორბალაძე 
გრაფიკა - ივა ქიმერიძე
ფოტო - გიორგი ყოლბაია,
რეჟისორის თანაშემწე - მაია სახლთხუციშვილი

 

მონაწილეობენ:
ბაია დვალიშვილი, სანდრო სამხარაძე, პაატა ინაური, ქეთა შათირიშვილი, ნიკუშა ბაქრაძე

 

სპექტაკლის შესახებ: 

ახალგაზრდა კაცი დედასთან და საყვარელ ძაღლთან ერთად პატარა, მშვიდ სოფელში ცხოვრობს. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როცა ერთ მშვენიერ დღეს, ძაღლი სახლიდან გაიქცევა და აღარ დაბრუნდება. მსგავსი არაფერი აქამდე არ მომხდარა. იუნ ფოსეს მწარე ირონიით სავსე დრამა ადამიანური ურთიერთობების უცნაურ გზებზე გვატარებს, სადაც ერთმანეთისგან გაუცხოებული ოჯახის წევრები ერთმანეთს ახლიდან გაიცნობენ...

სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ, იბსენის შემდეგ ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი დრამატურგის, იუნ ფოსეს პირველ დადგმას საქართველოში. იუნ ფოსე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ინსცენირებული ავტორია ევროპულ სცენაზე. მისი პიესები, რომანები, პოეზია, ესეები და საბავშვო წიგნები ორმოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. იგი 2010 წელს პრესტიჟული „იბსენის საერთაშორისო პრემიის“ მფლობელი გახდა.

 

პრემიერა შედგა 9 ივლისი, 2022 წელი
ხანგრძლივობა - 90 წუთი 

სამეფო უბნის თეატრი დაარსდა 1997 წელს გამოჩენილი ქართველი მსახიობის იზა გიგოშვილის ინიციატივით. დღიდან დაარსებისა თეატრი ხელს უწყობს ინოვაციურ და თავისუფალ თეატრალურ ექსპერიმენტებს, თანამედროვე, ან საქართველოში ჯერ არ განხორციელებული დრამის პოპულარიზაციას, რითიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული თეატრის საზღვრების გაფართოებაში. 2008 წლიდან სამეფო უბნის თეატრში აქტიურად მუშაობს ახალგაზრდული ჯგუფი, რომელმაც თეატრს საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოუტანა პოპულარობა თავისი ფორმის მხრივ ინოვაციური და თემატურად აქტუალური სპექტაკლებით. თეატრის საგასტროლო რუკა მოიცავს შვედეთის, ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვის, ბელარუსისა და აზერბაიჯანის არაერთ ფესტივალს.

2008-2011 წლებში სამეფო უბნის თეატრმა დააფუძნა 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი „არდიფესტი,“ რომლის მიზანი ახალი სახელების აღმოჩენა და მათი წახალისება იყო. სწორედ „არდიფესტის“ ფარგლებში აღმოჩენილი რეჟისორები, დრამატურგები, მსახიობები, კომპოზიტორები და სცენოგრაფები წარმოადგენენ დღეს ქართული თეატრის ახალგაზრდულ სახეს.

თეატრი ასევე აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში, მის ბაზაზე არსებობს „თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი – თემურ ჩხეიძის სახელოსნო”, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორებსა და დრამატურგებს სთავაზობს პრაქტიკულ-თეორიულ კურსს სათეატრო ხელოვნებაში.

რეპერტუარისთვის შერჩევისას თეატრი ყოველთვის ითვალისწინებს სოციალურ ღირებულებებს, თანამედროვე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რადგან გვჯერა, რომ თეატრი არის რეფლექსიისა და რეაგირების, დიალოგისა და ანალიზის სივრცე.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი და თანამდებობა - დავით გაბუნია 

სამეფო უბნის თაეტრის დრამატურგი 

საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ფაქსი, იმეილი, საიტი)

www.rdt.ge 

info@rdt.ge

ტელ: +995 2 99 61 71  

ფოტო გალერეა

© 2022 All Rights Reserved