მედეა s01e06

  • რეჟისორი: პაატა ციკოლია
  • თეატრი:სამეფო უბნის თეატრი
  • მასპინძელი თეატრი:სამეფო უბნის თეატრი
  • თარიღი:
    • 28 სექტემბერი - 17:00 სთ,
    • 29 სექტემბერი - 20:00 სთ,

რეჟისორი: პაატა ციკოლია
სცენოგრაფია: ირა შენგელია
კოსტიუმების მხატვარი: ირა შენგელია
ქორეოგრაფი: ნათია ჩიკვაიძე
კომპოზიტორი: თამარ ფუტკარაძე
ანიმაცია: ივა ქიმერიძე
მხატვარ-დეკორატორი: ზურა დიღმელაშვილი
რეჟისორის თანაშემწე: მაია სახლთხუციშვილი, ნათია შალიკაშვილი
მონაწილეობენ: ეკა დემეტრაძე,  გია ბურჯანაძე, სანდრო სამხარაძე

მოცეკვავეები:
ნინი გოგიჩაიშვილი, სოფო ნაჭყებია, დარია სედოვა, ქსენია სემიონოვა, მარია შალაგინა, ნათია ჩიკვაიძე, თეონა წიწაკიშვილი

სპექტაკლის შესახებ:
მედეა არ არის ვნებით დაბრმავებული ქალწული, რომელიც იასონის სიყვარულის ტყვეობაში მოექცა. არც სიყვარულის გამო ეხმარება ბერძნებს ოქროს საწმისის გატაცებაში. მედეა კოლხეთის უფლისწულია, მამასთან და ძმასთან დაპირისპირებული კოლხეთის ტახტის მემკვიდრე, რომელსაც მეფის, მისი ოჯახის და კოლხეთის სამეფოს მიმართ ანგარიშსწორების სურვილი ამოძრავებს. მისი ამოცანა იასონის ცოლობა კი არა, კოლხეთის, მამის ოჯახის და კოლხური კულტურის დამხობაა.

პაატა ციკოლიას ახალი ვერსია მედეას მითის სრულიად მოულოდნელ გააზრებას გვთავაზობს და რაღაც ისეთს იკვლევს, რისთვისაც თვალის გასწორება მტკივნეულია. მედეა ჯერ კიდევ სამშობლოშია და კოლხეთის სისხლით მორწყული სანაპიროა ის ნიადაგი, რომელზეც ეს მითიური ფიგურა ამოიზარდა. ყველაფერი აქედან დაიწყო.

2021 წელს პიესამ მოიპოვა ლიტერატურული პრემია « საბა • SABA » წლის საუკეთესო დრამატურგიის ნომინაციაში.
სპექტაკლი განხორციელდა სამეფო უბნის თეატრისა და საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელის თანამშრომლობით. 

პრემიერის თარიღი: 10 აპრილი 2022
ხანგრძლივობა : 90 წუთი

სამეფო უბნის თეატრი 1997 წელს დაარსდა და ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი თეატრი იყო იმ დროის საქართველოში. მის სცენაზე წლების განმავლობაში არაერთი ინოვაციური ინიციატივა განხორციელდა.

ამჟამად თეატრის დასი  ერთ-ერთი წამყვანია საქართველოში, ამაზე ნათლად  მეტყველებს ქართველ კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები  და თეატრის  საერთაშორისო საგასტროლო რეზიუმე.

სამეფო უბნის თეატრის მთავარი  პრინციპი ახლის ძიებაა.  იგი მაყურებელს სთავაზობს საქართველოში  ჯერ არ დადგმულ დრამატურგიულ მასალას. ასევე ცდილობს აღმოაჩინოს საინტერესო, ახალი ხედვის მქონე ახალგაზრდები და შემოქმედებითად წაახალისოს ისინი.

ჯეროვანი ყურადღება ეთმობა თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარებას და ამიტომ თეატრის რეპერტუარში ყოველთვის დიდი ადგილი უკავია ჩვენს მწერალთა შემოქმედებას.  

სამეფო უბნის თეატრი ასევე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2014 წლიდან გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს სახელოსნო, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები და დრამატურგები პროფესიულ განათლებას იღებენ.  ამავე ინიციატივის ნაწილია თეატრის მიერ წამოწყებული საგამომცემლო საქმიანობა, რომელის მიზანია თეატრალურ ხელოვნებასთან დაკავშირებული თეორიული ლიტერატურისა და დრამატურგიის ქართულ ენაზე გამოცემა.

თეატრის საერთაშორისო აქტივობები მოიცავს ერთობლივ ვორკშოპებსა თუ ლექცია-სემინარებს, გაცვლით ინიციატივებს ევროპელ პარტნიორებთან.

თეატრის საერთაშორისო საგასტროლო რუკა ბოლო წლების განმავლობაში მეტად გაფართოვდა. სამეფო უბნის თეატრმა თავისი სპექტაკლები წარმოადგინა  ბელგიის, შვედეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბელარუსის, მოლდოვეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბულგარეთისა და საფრანგეთის ქალაქებში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:


სამეფო უბნის თაეტრის დრამატურგი - დავით გაბუნია
ტელ: (+995) 595 42 42 61 /  +995 2996171
ელ-ფოსტა: dgabunia@yahoo.com; info@rdt.ge;
ვებ-გვერდი: www.rdt.ge

ფოტო გალერეა

© 2022 All Rights Reserved