ხანუმა

  • რეჟისორი: ალექსანდრე ელოშვილი
  • თეატრი:ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
  • მასპინძელი თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
  • თარიღი:
    • 28 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავქსენტი ცაგარელი

 

რეჟისორი  - ალექსანდრე ელოშვილი

სცენოგრაფია ალექსანდრე ელოშვილის

კოსტიუმების მხატვარი - ნათია ბერაძე

ქორეოგრაფი - ხვიჩა ხარაზიშვილი

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება - ნიკოლოზ რაჭველი

რეჟისორის თანაშემწე - მარი აბესაძე

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ვანო-თემურ კიკნაველიძე

ხანუმა-ნინო აბესაძე

ქაბატო-ნანა ისიანი

ტიმოთე-თემურ ქველიაშვილი

თეკლე-ნინიკო აბესაძე

პოლიციელი-ზურაბ აბესაძე

აკოფა-გიორგი გლოველი

მაკარი-ბადრი ტაბატაძე (იპოლიტე ხვიჩიას პრემიის ლაურეატი)

სარა-მარეხ აბესაძე

ქეთო-ბარბარე სუჯაშვილი

კოტე-გიორგი ჩაჩავა

მოცეკვავეები- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედებით ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ზესტაფონი”

 

 

სპექტაკლის შესახებ: 

სპექტაკლში ,,ხანუმა" მოქმედება ხდება საუკუნეზე მეტი ხნის წინ საქართველოში, როცა ოჯახები ანგარებითა და მატერიალური დაინტერესებით იქმნებოდა, თუმცა სიყვარული მაინც თავის სიტყვას ამბობდა ბოლოს.. სპექტაკლში ძირითადად ორი ოჯახის გარშემო მიმდინარეობს. ახალგაზრდა წყვილს, ქეთოსა და კოტეს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ქეთოს დაქორწინებას უპირებენ ქართველ თავად ვანო ფანტიაშვილზე. ახალგზარდები საშველად მიმართავენ ცნობილ მაჭანკალს ხანუმას, რომელიც ოსტატურად მოაგვარებს საქმეს და ქეთოსა და კოტეს მაინც დააქორწინებს. სიუჟეტში კარგად ჩანს მაშინდელი ქართული საზოგადოების მანკიერი თვისებები, რომლებიც მათ საუბარსა და ქცევებში მჟღავნდება. დასასრული სპექტაკლისა კი ნამდვილად ემოციური და პოზიტიურია- სიყვარული იმარჯვებს სპექტაკლი ძალიან საინტერესო და სახალისოა, მასში გამოყენებული მუსიკალური კომპოზიციები კიდევ უფრო კარგ სანახავს ხდის მას.

 

პრემიერის თარიღი: 20-21 ივლისი, 2022

ხანგრძლოვობა: 120 წუთი, ერთი შესვენებით.

 

ზესტაფონში თეატრალური წარმოდგენებისადმი ინტერესი სათავეს 1875 წლიდან იღებს. გაზეთი „დროება“ (1882 წელი, აგვისტო) იუწყებოდა: - „სცენის მოყვარულებმა დაბა ყვირილას სასამართლოს დარბაზში ჩაატარეს ქართული სპექტაკლი / ა. თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო თუ ფული?“. 

 „ყვირილის თეატრის ამხანაგობის“ ძალისხმევით 1904 წლის მაისში „ამხანაგობის თეატრი“ ოფიციალურად გაიხსნა. წარმოდგენებში თბილისიდან ჩამოსული მსახიობებიც მონაწილეობდნენ. სამწუხაროდ, 1906 წელს „ამხანაგობის თეატრის“ შენობა დაიწვა. ამის შემდეგ თეატრალური წარმოდგენები სხვადასხვა ადგილას იმართებოდა. 

ზეტაფონის სახელმწიფო თეატრი 1939 წელს დაარსდა. თეატრალური დასი რკინიგზელთა კლუბში მუშაობდა. პირველი წარმოდგენა - ვ. გაბისკირიას „მათი ამბავი“ (რეჟისორი დ. ანთაძე). 

 1941 წლიდან, სამამულო ომის დაწყების გამო, ზესტაფონის თატრალურ დასს მუშაობაში ხელი შეეშალა, რადგან მსახიობთა დიდი ნაწილი ფრონტზე გაიწვიეს. 1949 წელს სახელმწიფო თეატრი დაიხურა. მსახიობებმა მუშაობა ცალკეულ დრამატულ წრეებში გააგრძელეს. 

ზესტაფონის თეატრის ახლანდელი შენობა 1962 წელს გაიხსნა, სადაც ბინა სახალხო თეატრმა დაიდო. პირველი სპექტაკლი - ვ. კანდელაკის „ამაღლებული სოფელი“ (რეჟისორი მ. ვაშაძე). 

1964 წელს ზესტაფონის სახალხო თეატრს უშანგი ჩხეიძის სახელი მიენიჭა. 

1990 წელს ზესტაფონის სახალხო თეატრს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა. პირველი სპექტაკლი - ო. ჩხეიძის „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი, ანუ ამბავი სულით დავრდომილთა“ (რეჟისორი ლ. პაქსაშვილი). 

წლების განმავლობაში თეატრთან თანამშრომლობდნენ რეჟისორები: დოდო ანთაძე, მიხეილ ვაშაძე, ანზორ ქუთათელაძე, ლერი პაქსაშვილი, ვალერი გორგოშაძე, გულიკო ბუთხუზი, ზაზა წაქაძე (1996-98 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი), კახა კაპანაძე, მამუკა ცერცვაძე, მიშა მესტვირიშვილი, თემურ კუპრავა, გეგა ქურციკიძე, ბადრი წერედიანი,  ლაშა ლომჯარია, მამუკა ტყემალაძე, ხათუნა მილორავა, სოსო ნემსაძე, გიორგი აფხაზავა, ნინო ლიპარტიანი (2013-2022 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი), ლაშა შეროზია, ხათუნა ბედელაძე, ელენე მაცხონაშვილი, ალექსანდრე ელოშვილი

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ვახტანგ (ვატო) ჯუღელი
თეა მაღლაკელიძე
საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ფაქსი, იმეილი, საიტი)
Email: thea.theatre@gmail.com
ტელ: (+ 995)  599170401 თეა მაღლაკელიძე
ტელ: (+ 995) 593161731 ვატო ჯუღელი

Facebook: ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი;

 

ფოტო გალერეა

© 2022 All Rights Reserved