მიმძიმს ამაზე საუბარი

  • რეჟისორი: Soso Nemsadze
  • თეატრი:რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი
  • მასპინძელი თეატრი:რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი
  • თარიღი:
    • 30 სექტემბერი - 13:00 სთ,

ენჯე გიზატოვა

 

რეჟისორი - სოსო ნემსაძე
კოსტუმების მხატვარი - ბარბარა ასლამაზი
ტექნიკური რეჟისორი - ინა ხომასურიძე

 

მონაწილეობენ: 
არჩილ მაკალათია, ლაშა კანკავა, ნათია მელაძე, გვანცა კანდელაკი, თეონა ხვედელიძე, ანა შარვაძე, ბექა კულიჯანაშვილი, მარიამ კვიტაიშვილი, სოფიკო ჩხიტუნიძე, ნათია არბოლიშვილი

 

სპექტაკლის შესახებ: 

ენჯე გიზატოვას პიესა ,,მიმძიმს ამაზე საუბარი“ სოსო ნემსაძემ დრამატურგიის ფესტივალზე აღმოაჩინა და ქართულად სწორედ მისი ინიციატივით ითარგმნა, შესაბამისად პიესა ქართულ თეატრალურ სივრცეში პირველად დაიდგა. სპექტაკლი ,,37 იანი წლების“ მძიმე პერიოდზე მოგვითხრობს.

პროპაგანდამ თავისი გაიტანა. ადამიანს თუ თეთრზე დიდი ხანი ეჩიჩინები, რომ შავია დააჯერებ. რასაც გინდა იმას დააჯერებ. დააჯერებ, თუ ეშინია და სურვილიც დაკარგა რომ გაერკვეს სიმართლეში. ხო და დააჯერეს, რომ... საბჭოთა კავშირში კი ხალხს არ აქვს სურვილი სახელმწიფო ცოდვებზე სიმართლე იცოდნენ. ასე უფრო კომფორტულად არიან. ესეც პერიფრაზის ნაცვლად..

პიესა კი ერთი რეპრესირებული ოჯახის ტრაგედიაზე მოგვითხრობს, მტრად შერაცხული კაცის და მისი მეუღლის ამბავზე.. წამება, ჯგუფური გაუპატიურება დედების სასაფალაოებზე, საერთო სამარხებზე, მოსმენები და ათასი სისასტიკე..  ანდერგრაუნდულ სივრცეში წარმოდგენილი მძაფრსიუჟეტიანი დრამა მაყურებლს ეპოქის სიმძიმეს კიდევ უფრო ნათლად დაანახებს და ვირტუალურ წარმოდგენასაც უკეთესად შეუქმნის. მართალია მძიმე დრამით, თუმცა ახალი სიცოცხლე ძველ თეატრში საინტერესოდ დაიწყება.

 

ხანგრძლივობა: 60 წუთი

1967 წლის 30 ნოემბერს რუსთავის თეატრი გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ოფიციალურად გაიხსნა – ე. როსტანის რომანტიკული დრამით “სირანო დე ბერჟერაკი”)მხატვრად მოწვეული იყო მამია მალაზონია, მუსიკა ეკუთვნოდა ბიძინა კვერნაძეს დიდი წარმატება ხვდა რუსთავის თეატრს 1969 წელს მოსკოვში გასტროლებზე, იმ პერიოდის თეატრალურ მოვლენად მიიჩნიეს (ხშირად ადარებდნენ თეატრ “სოვრემენნიკს”, რომელიც მოსკოვის სამხატვრო თეატრიდან დაიბადა და იოზას მილტინისის პანევეჟესის თეატრს). გასტროლები გაიმართა მოსკოვის სამხატვრო თეატრის ფილიალში. რეპერტუარში იყო: “კახაბერის ხმალი”, “სირანო დე ბერჟერაკი”, “ასი წლის შემდეგ. . .”, “კოლხეთის ცისკარი”, “კომედიის ხელოვნება” და “ფსკერზე”. გამოჩენილი თეატრალური მოღვაწენი – მარია კნებელი, პაველ მარკოვი, ოლეგ ეფრემოვი, მარლენ ხუციევი, ბორის ლვოვ–ალიოხინი – მოიხიბლნენ თეატრის მიერ კლასიკური ნაწარმოების ორიგინალურობითა და ახალგაზრდა დასის შემოქმედებითი თვალთახედვით. მეტად ზუსტი და ნიშანდობლივია კ. სტანისლავსკის მოწაფის გ. ლორთქიფანიძის პედაგოგის მ. კნებელის ეს აზრი: “სპექტაკლის ანსამბლურობა მსახიობთა ინდივიდუალურობის რელიეფურობა, სიტყვის, ჟესტის, მოძრაობის ჰარმონიულობა. მაყურებელი გრძნობს, რომ სცენაზე მსახიობები ფიქრს კი არ თამაშობენ, არამედ ფიქრობენ. წლების მანძილზე რუსთავის თეატრის სცენაზე სპექტაკლებს დგამდნენ ცნობილი რეჟისორები: ლილი იოსელიანი, გოგი ქავთარაძე, მედეა კუჭუხიძე, მიხეილ ბუკია, ლევან წულაძე, ანდრო ენუქიძე დაა სხვები. თეატრის რეპერტუარში ასობით სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლი მოხვდა.

 2013 წელს თეატრს გიგა ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - სოსო ნემსაძე
მენეჯერი - მარიამ მინდიაშვილი
საკონტაქტო პირი, რუსთავის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი - მაია ღუღუნიშვილი - 599721761

 

 

ფოტო გალერეა

© 2022 All Rights Reserved