იდუმალი ვარიაციები

  • რეჟისორი: თემურ ჩხეიძე
  • თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
  • მასპინძელი თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
  • თარიღი:
    • 2 ოქტომბერი - 20:00 სთ,

ერიკ-ემანუელ შმიტი
 
თარგმანი ლილი ფოფხაძის
 

რეჟისორი თემურ ჩხეიძე
სცენოგრაფია ლევან წულაძის
მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილი
ვიდეო ინსტალაცია დავით დვალიშვილი
რეჟისორის თანაშემწე ნინო კალანდაძე

 
 
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: 

აბელ ზნორკო  - გია ბურჯანაძე
ერიკ ლარსენი  -ალეკო მახარობლიშვილი
 

სპექტაკლის შესახებ: 

,,მე სიცოცხლეზე, ადამიანებზე შეყვარებული ოპტიმისტი კაცი ვარ,  " - ამტკიცებს ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და რეჟისორი ერიკ ემანუელ შმიტი. თაყვანისმცემლები თვლიან, რომ მისი წიგნები ადამიანებს კურნავს. თავად ავტორი კი ამტკიცებს, რომ კაცობრიობისადმი სიყვარული უნერგავს მას სიკეთეს. ფრანგი მწერლის თხზულებათა გმირები ისტორიული ფიგურები, ლიტერატურული სახეები, ბიბლიური პერსონაჟები არიან. ერთი შეხედვით, თითქოს მათზე უკვე ყველაფერი ითქვა, დაიწერა. შმიტი კი ახალ საიდუმლოებებს ააშკარავებს, ცდილობს ახსნას მათი ქმედებები და  პოულობს თავის პასუხებს.

შმიტის პიესა „იდუმალი ვარიაციები“  მარადისობისაგან ბრძოლით მოპოვებულ სიყვარულზეა, სიყვარულზე, რომელიც სულაც არ არის დამოკიდებული არც  გეოგრაფიაზე და არც ქრომოსომათა რაოდენობაზე.  პიესა ორზეა. სიუჟეტი მთის მდინარის დინებასავით იდუმალი და ცვალებადია. სიყვარული და ფილოსოფია... მიწიერი და არამიწიერი...

ამ მრავალსახოვანი პიესის მთავარი არსი კი ის არის, რომ შეუძლებელია ბოლომდე გაუგო სხვა, თუნდაც საყვარელ ადამიანს. მისი სული ,,ამოუხსნელი ვარიაციასავითაა", რომლის მელოდიაც დროდადრო თითქოს ჩაგესმის, მერე კი იკარგება ქაოსში ან სხვა მელოდიათა ჰარმონიაში.

 

პრემიერა შედგება  24 აპრილს, 2021
ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე

1928 წელს  დიდმა ქართველმა რეჟისორმა და რეფორმატორმა კოტე მარჯანიშვილმა მეორე ქართული სახელმწიფო თეატრი შექმნა. მას შემდეგ 90 წლის განვალობაში თეატრი განაგრძობს მისი დამაარსებლის კოტე მარჯანიშვილის ტრადიციების დაცვას, სწორედ ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით, ხარისხზე ორიენტირებული რეპერტუარით  ახერხებს „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელის დამკვიდრებას. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია.  მარჯანიშვილის თეატრი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს.

2006 წლიდან დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  თანამედროვე თეატრის გამორჩეული რეჟისორი ლევან წულაძეა. სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად  თეატრის წარმატებას  განსაზღვრავს  საუკეთესო მსახიობთა დასი, რეჟისორები, მხატვრები,  კომპოზიტორები, ეს ის გუნდია, რომელიც  21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გამოწვევებთან ერთად  მუდმივი ექსპერიმენტების და განახლების ძიებაშია.

თეატრი სეზონის განმავლობაში საშუალოდ 7-10  ახალ სპექტაკლს  დგამს. რეპერტუარში სხვადასხვა თაობის რეჟისორების მიერ დაგმული 30-ზე მეტი სპექტაკლია. ვთამაშობთ  მსოფლიო და ქართულ კლასიკურ დრამატურურგიას, ამასთანავე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ  თანამედროვე ავტორებს და ტექსტებს.

თეატრი სეზონის განმავლობაში 50 000-ზე მეტ მაყურებელს მასპინძლობს, რომლის უმეტესობაც  ახალგაზრდა თაობაა.

მარჯანიშვილის თეატრის ცხოვრება მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა.   მარჯანიშვილის თეატრი   თანამედროვე პოეტებისა და მწერლების  მუდმივი თავშეყრის ადგილია,  ვმასპინძლობთ  ლიტერატურულ-  საგანმანათლებლო საღამოებს, თანამედროვე დრამატურგების პიესების კითხვას, გამოფენებსა და სხვა  ღონისძიებებს.

თეატრის საგასტროლო რუკა თითქმის ყველა კონტინენტს მოიცავს,  ყოველწლიურად   სტუმრობს ყველა დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალს.

ვახორციელებთ ერთობლივ დადგმებს და  პროექტებს: დიდ ბრიტანეთთან, იტალიასთან, გერმანიასთან , პოლონეთთან, საბერძნეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, მაკედონიასთან.

2015  წლიდან  მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრალურ კონვენციის – ETC-ის  წევრია. 

თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ გაზეთი გარდიანი  წერს:

„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ.“

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:
 ლევან წულაძე
თეატრის დირექტორი: ეკატერინე მაზმიშვილი
ტელ: (+995) 577516850
E-mail:eka@tbilisiinternational.com
www.marjanishvili.com

 

დანაშაული და სასჯელი

ფოტო გალერეა

© 2022 All Rights Reserved