ფიწალი დისნეი

  • რეჟისორი: ნიკოლოზ ბაქრაძე, სოფიო ზერაგია, სანდრო სამხარაძე, ლაშა მებუკე
  • თეატრი:თეატრი ათონელზე
  • მასპინძელი თეატრი:თეატრი ათონელზე
  • თარიღი:
    • 22 სექტემბერი - 18:00 სთ,
    • 23 სექტემბერი - 18:00 სთ,

ფილიპ რიდლი

 

სპექტაკლი დადგმულია ნიკოლოზ ბაქრაძის, სოფიო ზერაგიას, სანდრო სამხარაძის, ლაშა მებუკეს მიერ

სცენოგრაფია თამრი ოხიკიანი

კოსტიუმების მხატვარი თამრი ოხიკიანი

კომპოზიტორი გიორგი გიგაშვილი, ნიკალა ზუბიაშვილი

 

მონაწილეობენ: 

ნიკოლოზ ბაქრაძე, სოფიო ზერაგია, სანდრო სამხარაძე, ლაშა მებუკე

 

სპექტაკლის შესახებ:

ფილიპ რიდლის პიესის პერსონაჟებს, სახლიდან გასვლის ეშინიათ. ჩარაზულ კარს მიღმა საშინელებები ელოდებათ. ბინაში გამოკეტვა კი უსაფრთხოებას ნიშნავს. ტკბილეული, წამლები და გაუთავებლად მოყოლილი ამბები მათ მშველელად ევლინება. თუმცა, შინ სამყაროს შემოჭრას დიდხანს ვერაფერი შეაჩერებს. მალე მათი ფანჯრის მიღმაც ჩაივლიან უცნაური ადამიანები, კარში შემოაბიჯებენ და მათ ძილბურანიდან გამოფხიზლებას შეეცდებიან. „ფიწალი დისნეი” აუტანელი სიჩუმით სავსე პიესაა, რომელიც თანამედროვე ადამიანის შიშებსა და ვნებებს ფერად სანახაობად აქცევს.
თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის პიესა დროული აღმოჩნდა მსახიობებისთვის. მათი ინიციატივით შედგა კოლაბორაცია მხატვართან და მუსიკოსთან. მასალის ერთობლივად გააზრება და სცენაზე გადატანა გახდა ჯგუფის მიზანი. ფილიპ რიდლის პიესა ქართულ თეატრში პირველად იდგმება.

 

პრემიერის თარიღი : 5 მაისი, 2023
ხანგრძლივობა 120 წუთი, შესვენების გარეშე

 

თეატრი ათონელზე დამოუკიდებელი - პროფესიული თეატრია, რომელიც 2005 წელს დაარსდა. თეატრს არ ჰყავს საკუთარი მუდმივმოქმედი დასი და ხშირად უთმობს სცენას თანამედროვე ახალგაზრდა რეჟისორებსა და მსახიობებს, რითიც საშუალებას აძლევს მათ საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას წარუდგინონ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 
საკონაქტო პირი:  
თინათინ სალუქვაძე
ტელ +59928500 
Atonelith@gmail.com

 

ფოტო გალერეა

© 2023 All Rights Reserved