ბუნკერი

  • რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანი
  • თეატრი:ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი
  • მასპინძელი თეატრი:თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრი
  • თარიღი:
    • 25 სექტემბერი - 19:00 სთ,

ივა ფეზუაშვილი

 

რეჟისორი - მიხეილ ჩარკვიანი
კოსტიუმების მხატვარი - ანანო მოსიძე
მუსიკის საორკესტრო ვერსიის ავტორი - ნიკოლოზ რაჭველი
პიანისტი - თამარ ჟვანია
რეჟისორის თანაშემწე ნინო დაშნიანი

სპექტაკლში ცოცხლად სრულდება ოლივიე მესიანის ნაწარმოებები

 

მონაწილეობენ: 
დავით ბეშიტაიშვილი, ბუბა გოგორიშვილი,  ანასტასია ჭანტურაია, გივიკო ბარათაშვილი, გიგა დათიაშვილი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, გიგი ქარსელაძე, დევი ბიბილეიშვილი

 

სპექტაკლის შესახებ:

9 აპრილი გლოვის დღეა. 1989 წელს, სწორედ ამ დღეს დახოცა გენერალმა როდიონოვმა თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილი მომიტინგეები. 9 აპრილი მილას დაბადების დღეა და ამავდროულად მისი და გენას ქორწინების თარიღიც, მაგრამ გლოვის დღეს არავის ახსოვს დღესასწაული. მილას და გენას სიყვარული დღესასწაულივით დაიწყო. 80-იანი წლების ბოლოს, ქალაქ ერევანში, თუმცა მალევე დაიშალა და დაინგრა, ზუსტად ისე როგორც საბჭოთა კავშირი. ყარაბაღის ომს გამოქცეულმა წყვილმა თავი ქალაქ თბილისს, ზღვის უბანს შეაფარა და მას შემდეგ აქ ცხოვრობენ. ზემა - მილას და გენას უფროსი ქალიშვილი პოლიციელია. უმცროსი შვილი, ლაზარე - კურიერად მუშაობს. საბჭოთა კავშირის ნანგრევებში მოყოლილი ოჯახი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ბუნკერიდან თავის დასააღწევად ძალ-ღონეს არ იშურებს.
ივა ფეზუაშვილის ცნობილი რომანი ,,ბუნკერი“-ს პირველი სასცენო ინტერპრეტაცია დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე დაკვირვებაა, რომელიც ცდილობს გამოყოს ადამიანები ისტორიული ნარატივისგან და მოგვიყვეს მათი ცხოვრების შესახებ.

 

პრემიერის თარიღი 25. 11. 2022
ხანგრძლივობა 170 წუთი, ერთი შესვენებით.

 

თეატრი 1926 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში თეატრის რეპერტუარი შედგებოდა მხოლოდ   მუსიკალური კომედიებისაგან. ამ თეატრში მოღვაწეობდნენ  გამოჩენილი ქართველი რეჟისორები და მსახიობები, კომპოზიტორები და დრამატურგები, მხატვრები და ქორეოგრაფები. თეატრის პოპულარობა  სწრაფად იზრდებოდა და ის ქართული თეატრალური და მუსიკალური კულტურის უმნიშვენელოვანეს  ნაწილს წარმოადგენდა.

2004 წლიდან, მას შემდეგ რაც თეატრის სამხატვრო ხელმღვანელი   დავით დოიაშვილი გახდა, თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა რეფორმები და შეიქმნა სინთეზური ხასიათის თეატრი, რომელმაც თავის რეპერტუარში ჩართო სხვადასხვა რადიკალურად განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები: დრამა, კომედია, მიუზიკლი, მუსიკალური დრამა, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული სპექტაკლები. 

ეს არის თეატრი,  რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან დრამატურგიაზე, ახალგაზრდა ნიჭიერ რეჟისორებზე და თავად ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის შემოქმედებაზე და სურვილზე გვესაუბროს ხელოვნების ენით, ცვალოს ფორმები, იფიქროს შერეული ხერხებით, ოსტატურად ამუშაოს მსახიობები. სწორედ ამ მიზეზით მუსიკისა და დრამის თეატრი  ერთ-ერთი ინოვატორული და წარმატებული თეატრია ჩვენს ქვეყანაში. მუდმივად იზრდება მისი პოპულარობა,  მნიშვნელოვანი ჯილდოებისა და პრიზების რაოდენობა, ასევე მისი საერთაშორისო აღიარება და სახელი.

2021 წელს  თეატრისთვის მნიშველოვანი ეტაპი დაიწყო.  

მუსიკისა და დრამის თეატრმა ახალ შენობაში განახლებული სახელწოდებით  ,,ახალი თეატრი“ დაიწყო  ფუნქციონირება.  ახალი თეატრის გახსნით  ქართულ თეატრალურ სივრცეს შეემატა  მაყურებლისთვის მიმზიდველი და საინტერესო, ევროპული სტანდარტების მოთხოვნით აღჭურვილი თეატრალური კომპლექსი, რომელიც მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდა.

 

საკონტაქტო პირი:
ანა დოიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერი
ტელ+995 595740141
E-mail:  annanewtheater@gmail.com   

 

ფოტო გალერეა

© 2023 All Rights Reserved